ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისაქართველოს პარლამენტიპარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის წესდების მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

ამასთან, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ექნება უფლებამოსილება საჭიროებისამებრ, გამოსცეს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილება განპირობებულია სამთავრობო პროგრამაში დაფიქსირებული მთავრობის ამოცანით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას. მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მშვიდობას ვერ მოიტანს პუტინის ტრამპთან შეხვედრა. მშვიდობას მოიტანს პუტინის სტალინთან შეხვედრა” – დავით ნებიერიძე

ტრამპი-პუტინის შეხვედრისა და უკრაინაში მშვიდობის დამყარების თემას, პუტინთან მიმართებაში,...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“იცოდეთ ყველა სიტყვას ოქროს ფასი აქვს და სამუდამოდ მემახსოვრება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" დაყადაღებას ემოციური შეფასებები მოჰყვა საზოგადოების სხადასხვა ფენაში....

“ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ხმამაღლა ისმის თქვენი დუმილი, მეგობრებო‼️” – ელისო კილაძე

"ნანუკას ფონდის" დაყადაღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ხალხს მიმართავს "ქრონიკა +"-ის...