ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დებატებზე სავარაუდოდ განხილული იქნება ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები,...

“დებატებზე სავარაუდოდ განხილული იქნება ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, როგორც ერთადერთი გამოსავალი დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან და ასევე გაიჟღერებს ის მოთხოვნები, რომლებიც აერთიანებს ქართველ ხალხს – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება” – თინა ბოკუჩავა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება, სადაც საქართველოზე დებატები გაიმართება:

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელ სხდომაზე წლიური სესიისთვის, რომელიც ივნისში ჩატარდება, შედგება საგანგებო დებატები საქართველოს საკითხზე გამომდინარე იმ უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა მიტაცებული არჩევნების და შემდგომი რეპრესიების შედეგად.

დებატებზე სავარაუდოდ განხილული იქნება ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, როგორც ერთადერთი გამოსავალი დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან და ასევე გაიჟღერებს ის მოთხოვნები, რომლებიც აერთიანებს ქართველ ხალხს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვხვდებით ამერიკის დელეგაციას იმისთვის, რომ განვიხილოთ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში და სანქცირების პოლიტიკის შენარჩუნება ივანიშვილის რეჟიმის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...