spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა ვართ ნამდვილად პიკის ეტაპზე" - ივანე ჩხაიძე...

“ახლა ვართ ნამდვილად პიკის ეტაპზე” – ივანე ჩხაიძე გრიპის ვირუსის ცირკულირებასთან დაკავშირებით

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე მედიასთან შეფასება-განმარტებებს აკეთებს ქვეყანაში გრიპის ვირუსის ცირკულირებასთან დაკავშირებით:

“დაავადების მიმდინარეობის მიხედვით როგორც A, ისე B ტიპის ვირუსს, ახასიათებს მაღალი ცხელება, ძლიერი თავისტკივილი, თვალების და ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა…

სწორედ ეს განასხვავებს გრიპის ვირუსს სხვა ტიპის ვირუსებისგან და როდესაც გვესმის მოთხოვნა ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად თვლიან ჩატარდეს ტესტირება და შემდეგ განისაზღვროს არის თუ არა გრიპის ვირუსი, ამ პერიოდში, გრიპის ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდში, ტესტირების ჩატარების აუცილებლობა ნამდვილად არ არის. ამ კლინიკური სურათის მატარებელი ქვეყანაში მხოლოდ გრიპის ვირუსია.

თებერვლის მეორე კვირის მონაცემებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ქვეყანაში პიკი გადავლილი არ არის. პიკზე ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გრიპის შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე, ჩამოცილდება 50%-ს, ანუ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 50%-ზე ნაკლები თუ დაფიქსირდა გრიპის შემთხვევები, თან ეს დაფიქსირება სტაბილური უნდა იყოს მინიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში, შეგვეძლება ვთქვათ, რომ უკვე პიკი გადავლილია.

ჯერჯერობით, ეს მაჩვენებელი მაღალია. ახლა ვართ ნამდვილად პიკის ეტაპზე“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

“შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური” – კახა კალაძე

„ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...