კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირი"ჯერ ამათი მხარდაჭერა რომ გაგიხარდება რა პოლიტიკურად უზნეო...

“ჯერ ამათი მხარდაჭერა რომ გაგიხარდება რა პოლიტიკურად უზნეო და ამორალური ტიპი უნდა იყო და თან როგორც ირკვევა არც რეზოლუცია დაურეგისტრირებია” – დავით ზურაბიშვილი

14 თებერვალს ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ცალკეულ მედიასაშუალებების მიერ გავრელებულ კონკრეტულ ინფორმაციას ეხმაურება პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი:

არის ასეთი პარტია, “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომელიც აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ამართლებს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, შიდა პოლიტიკაში წაუფაშისტებს და გარეთ ილონ მასკს ესიმპატიურება.

ჰოდა “ოცნების” პროპაგანდამ ზარ-ზეიმით გვამცნო, ამ პარტიამ საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი რეზოლუცია დაარეგისტრირა ევროპარლამენტშიო.

ჯერ ამათი მხარდაჭერა რომ გაგიხარდება რა პოლიტიკურად უზნეო და ამორალური ტიპი უნდა იყო და თან როგორც ირკვევა არც რეზოლუცია დაურეგისტრირებია. დეტალები იხ. ქვემოთ თამარ ნუცუბიძის დაშეარებულ სტატუსში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ზურაბიშვილი.

ევროპაში ტვ პირველის კორესპონდენტის თამარ ნუცუბიძის განმარტებები:

მეგობრებო, არანაირი რეზოლუცია არ დაურეგისტრირებია AFD (ალტერნატივა გერმანიისთვის) პარტიას! ჯერ ერთი ესეთი პოლიტიკური ჯგუფი საერთოდ არ არის პარლამენტში. AFD ს წარმომადგენლები და მათ შორის ჰანს ნეუჰოფი, რომლის ხელმოწერით არსებულ რეზოლუციის დრაფტსაც სავარაუდოდ გულისხმობს გარკვეული მედია, ESN ის ჯგუფშია, რომელსაც პარლამენტში 25 წევრი ჰყავს (720 პარლმეტარია ამ მოწვევის პარლამენტში). ეს ერთი. მეორე, ამ ჯგუფმა, ისე როგორც დანარჩენმა ექვსმა მოამზადა თავისი ვერსია რეზოლუციის პროექტის, აგერ ლინკი https://www.europarl.europa.eu/doceo/document/B-10-2025-0114_EN.html მათი დრაფტიდან არაფერი, არც ერთი წინადადება არ შესულა იმ ერთიან ტექსტში, რომელსაც დღეს უყრიან კენჭს. ეს არის სიმართლე და არა ის მანიპულაცია, რაც დღეს ზოგიერთმა მედიამ გაავრცელა და სხვათაშორის, სწორედ ასეთი მანიპულაციების გამო, ისინი აღმოჩნდნენ ერთიანი რეზოლუციის დრაფტში, რაც ძალიან, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის!

P.S. ის რომ, “ქართული ოცნება” თავს იწონებს რადიკალების და პრორუსების მხარდაჭერით, ცალკე თემაა და მათ მხარდამჭერ დეპუტატებზე და მათ რუსეთთან კავშირზე უკვე დავწერე და კიდევ დავწერ!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...