ორშაბათი, მარტი 31, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 15-17 თებერვლის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 15-17 თებერვლის პერიოდისთვის

14 თებერვალს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 15 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში.

იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ლარის 2-კვირიან სტაბილურობას და გამყარებას, ბოლო კვირაში, გაუფასურება მოჰყვა. კერძოდ აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

11 თებერვალი – 2.7813;
12 თებერვალი – 2.8004;
13 თებერვალი – 2.8089;
14 თებერვალი – 2.8157
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, საგრძნობლად, 0.0205 ლარით  და 1 აშშ დოლარი 15 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 2.8362 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაში. კერძოდ ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

11 თებერვალი – 2.8736;
12 თებერვალი – 2.8889;
13 თებერვალი – 2.9145;
14 თებერვალი – 2.9342
.

ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, საკმაოდ სერიოზულად, 0.0096 ლარით და 15 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო უკვე 2.9687 ლარი ეღირება.

ძირითადად ასეთივე სიტუაცია იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ლარი, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, გაუფასურდა სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში, რიგ შემთხვევაში საგრძნობლადაც კი. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 15 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5668 ლარი (გაუფასურდა 0.0483 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0783 ლარი (გაუფასურდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6815 (გაუფასურდა 0.0075 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6680 ლარი (გაუფასურდა 0.0121 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1531 ლარი (გაუფასურდა 0.0517 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1440 ლარი (გაუფასურდა 0.0389 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9041 ლარი (გაუფასურდა 0.0436 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2665 ლარი (გაუფასურდა 0.0265 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.9492 ლარი (გაუფასურდა 0.0563 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8592 ლარი (გაუფასურდა 0.0287 ლარით).

ასევე, ანალოგიური სიტუაცია იყო რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

11 თებერვალი – 2.8678;
12 თებერვალი – 2.9184;
13 თებერვალი – 2.9880;
14 თებერვალი – 3.1014
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც  გაუფასურდა, 0.0226 ლარით, კიდევ უფრო გადაცდა 3 ლარიან ნიშნულს და 15 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1240 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 29-31 მარტის პერიოდისთვის

28 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ხო არ შეიძლება, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლამ ბოლომდე დაგაკარგინოთ გონი?!” – გიორგი ვაშაძე მმართველ პარტიას...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს   აშშ...

“ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ შიშის კედელს და გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოშტარიას...

“ირაკლი კობახიძე, ნანუკას დაჭერაზე რომ “ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა, ვიცი – მოვიდა სიგნალი!” – ელისო...

"ნანუკას ფონდის" დაყადაღების საკითხს და ფონდის ხელმძღვანელის დაპატიმრებასთან დაკავშირებით...

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლი განუზომელია საქართველოში და არა მარტო საქართველოში” – მანანა ანდღულაძე

მოძრაობა ,,სამოქალაქო საზოგადოება - მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი წარმომადგენელი,...

“ე.წ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტოვებს უბედურებაში, საერთოდ არ უნდა არსებობდეს!” – გიორგი ვაშაძე

დიდთოვლობაა დასავლეთ საქართველოში, პრობლემებია გურიაში, მძიმე ფაქტები ვრცელდება სოციალურ...