შაბათი, ნოემბერი 8, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თეა წულუკიანის მამა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი...

“თეა წულუკიანის მამა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი მოსამართლეა” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლებითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებას აკეთებს თეა წულუკიანისა და მისი მამის მიერ განხორციელებულ საქმიანობებთან დაკავშირებით:

,,თეა წულუკიანის მამა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი მოსამართლეა. მას 20 ადამიანისთვის აქვს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. 20 ადამიანის დახვრეტაზე აქვს ხელი მოწერილი. ო-ც-ი.

ცნობილია, რომ ის “ასწრებდა” სასიკვდილო განაჩენების გამოტანას მაშინ, როცა უკვე ლამის ყველამ იცოდა, რომ სიკვდილით დასჯა მალე გაუქმდებოდა.

ამ პათოლოგიურ, ჩეკისტურ გარემოშია გაზრდილი ეს უემოციო სოციოპატი, რომელიც ახლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ 9-წლიან პერიოდს ასამართლებს.

თავად თეა წულუკიანის დანაშაულებს რაც შეეხება, აქ მხოლოდ ერთს გავიხსენებ – იმას, რომელიც მას თავად აქვს ნაღიარები – როცა ღია ეთერში ჟურნალისტს უთხრა, “ქიბარ ხალვაშის” მიერ რუსთავი 2-ის წაღება თქვენ მართლა სასამართლოს დამსახურება ხომ არ გგონიათ, იუსტიციის სამინისტროს შრომაა ლომის წილიო.

ხოდა… ბოლო 100 წელია, საქართველოში მოღალატეები ასამართლებენ პატრიოტებს. რუსები ასამართლებენ ქართველებს. სიბინძურე ასამართლებს იდეალიზმს.

ასე გაასამართლეს ბოლშევიკებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკა, პუტჩისტებმა – ზვიად გამსახურდია (ეროვნული მოძრაობის დანარჩენი ლიდერები კაგებემ მოკლა, სხვადასხვა დროს), ახლა კი ეს ჭუჭყი, წულუკიანი ასამართლებს ხანას, რომელმაც საქართველო მსოფლიოში სამაგალითო რეფორმატორ სახელმწიფოდ აქცია.

არ უნდა მივცეთ ამისი უფლება. რადგან ისტორიისთვის ომი ჩვენი მომავლისთვის ომია”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბრძოლაც გაგრძელდება, სანქციებიც და გამარჯვებაც დადგება” – მარიკა არევაძე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი მარიკა არევაძე პოლიტიკური ბრძოლის...

“ამასობაში, ეს კორუფცია რომ სისტემურია, “ოცნება” არ იმჩნევს?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ხელისუფლებას კონკრეტულ ვალდებულებებს...

“ძალიან დარცხვენილები იყვნენ პროკურორები, რომლებიც მესტუმრნენ “ზვიგენის სელფის” საქმეზე ბრალის წარსადგენად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციონერ ლიდერებზე სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაიწყო,...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...