კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მათ უნდათ თუ არ უნდათ, მოუწევთ ჩვენებების მიცემა,...

“მათ უნდათ თუ არ უნდათ, მოუწევთ ჩვენებების მიცემა, რასთან გვაქვს საქმე” – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” სარჩელის საფუძველზე საქართველოს პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია გაირკვეს, თუ რა საქმიანობას ხმარდებოდა საერთაშორისო გრანტები:

საერთაშორისო გრანტები ისეთ რაღაცებს ხმარდებოდა, ეს უკვე არის საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს. აქ ვინ ასრულებდა იმ დაკვეთას? ვინ იყვნენ ის უსამშობლოები კონკრეტული არგუმენტებით უნდა დაიდოს დასკვნები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა გააკეთებს სწორ და სამართლიან მოკვლევას, ყველას მიაგნებს, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ილაშქრებდა.

მათ მოუწევთ პროკურატურას მისცენ ჩვენება, თუ ვისგან იღებდნენ ამ დაფინანსებას, რა მოტივაციით, რა მიდგომით, რა დაკვეთით ასრულებდნენ, რა შინაარსის იყო ეს დაკვეთა – ძალადობა, სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლა, ძალოვან უწყებებზე გალაშქრება თუ მოლოტოვის კოქტეილის სროლა?

ყველაფერზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

ასე რომ, მათ უნდათ თუ არ უნდათ, მოუწევთ ჩვენებების მიცემა, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...