spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"‼️ლაშა გაბიტაშვილზე განხორციელებული მხეცური თავდასხმა არის პირდაპირი შედეგი...

“‼️ლაშა გაბიტაშვილზე განხორციელებული მხეცური თავდასხმა არის პირდაპირი შედეგი იმ მუქარისა, რომელიც გაბიტაშვილს აბუ-დაბიში გაუჟღერეს” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე სამოქალაქო აქტივისტ ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტს მწვავე შეფასებებით ეხმაურება:

‼️ლაშა გაბიტაშვილზე განხორციელებული მხეცური თავდასხმა არის პირდაპირი შედეგი იმ მუქარისა, რომელიც გაბიტაშვილს აბუ-დაბიში გაუჟღერეს – რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ “დაისჯებოდა”.

ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებული თავდასხმა არის ხელისუფლების მიერ სისტემური ძალადობის მორიგი აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ყველას კარგად გვესმის, რომ ძალადობა და ტერორი არის მოქალაქეების დაშინების მცდელობა. ხელისუფლება იყენებს ყველა ძალადობრივ გზას, რომ ქვეყანაში ბოლომდე ჩაახშოს პროტესტის ხმა.

სინამდვილეში, რეჟიმის ეს ქმედებები არ მუშაობს და ამის დასტურია 76 დღიანი უწყვეტი პროტესტი.

რეჟიმის ამ უსუსური ქმედებით არც ლაშა გატყდება და არც პროტესტი შემცირდება!” – წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება…” – თამარ ჯაფარიძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დისშვილი, თამარ ჯაფარიძე თავისი ბიძის მძიმე...

“გაძვირება არის ტყუილი იმიტომ, რომ, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები” – ირაკლი კობახიძე

მედიასთან კომენტარეში, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, სურსათის გაძვირებასთან დაკავშირებით,...

📢 29 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ხალხისთვის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის გამო, შეკრების მონაწილეთა...

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა: "📢 29 აპრილს საქართველოს...

“ფასების საკითხებით პოლიტიკური მანიპულაციები საცოდავ შთაბეჭდილებას ტოვებს” – გია ნოდია

ფასებთან საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მსჯელობებს თუ შეფასებებს, კონკრეტული პოზიციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...