კვირა, ოქტომბერი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიაჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აშშ-ში საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აშშ-ში საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქვეყნისა და რეგიონის პოზიციონირების მიზნით აშშ-ში საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ნიუ იორკის ტურისტულ გამოფენასა „Adventure and Travel Show” და საერთაშორისო ღონისძიებაზე „IMM NORTH AMERICA 2025“ დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და სხვა ქართულ კომპანიებთან ერთად იყო წარმოდგენილი. ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა 40-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა რეიტინგული მედია საშუალებების, ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, სარეკლამო და ივენთ კომპანიების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან.

International Media Marketplace წამყვანი გლობალური ქსელური ღონისძიებაა, რომელიც ტურისტულ ინდუსტრიას გავლენიან და ცნობილ რედაქტორებთან, ჟურნალისტებთან, მაუწყებლებთან და ბლოგერებთან აკავშირებს. ღონისძიების მსვლელობისას დეპარტმენტის მენეჯმენტმა 25-ზე მეტ სამოგზაურო ბლოგერთან და ჟურნალისტთან საუბრისას, აჭარის და ზოგადად, საქართველოს პოზიციონირების გზები, მედიატურებისა და ინფოტრების ორგანიზების შესაძლებლობები განიხილა. ნიუ იორკის ტურისტულ გამოფენაზე “Adventure and Travel Show” კი წელს მთელი მსოფლიოდან 550-ზე მეტი ტურისტული მიმართულება, კომპანია, საკრუიზო ხაზი და ტურისტული პროვაიდერი მონაწილეობდა. გამოფენაზე საქართველოს წელს მეორედ იყო წარმოდგენილი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...