ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოამიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა...

მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მანამდე ნათია თურნავა დანიშნა, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა:

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა.

ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.

ნათია თურნავა 2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.

ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.

წლების განმავლობაში ნათია თურნავას მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე. ის ასევე გახლდათ სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...