პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში...

კახა კალაძე: “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია”

არ დავუშვებთ, რომ რამდენიმე კაცის მიერ მოძრაობის შეზღუდვა მოხდეს, რომ მათ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, სიცრუეა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები რეპრესიულია და ეს არის ოპონენტების მიერ გამოგონილი სიცრუე.

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არანაირი რეპრესიები არ არსებობს. ეს არის მოგონილი სიცრუე. იგივე ხდებოდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც, რომელიც ოპონენტებმა შეფუთეს, როგორ „რუსული კანონი“. ჩვენ რომ ხალხს სიმართლეს ვეუბნებოდით, ისინი ამას უარყოფდნენ. დღეს, კი ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს ამ ყველაფერზე, თუ როგორ გამოიყენებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტები. ამ თანხების გამოყენება ძირითადად ხდებოდა, ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების გადაყენების, რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობისთვის. თუმცა, ეს დასაწყისია. ჯერ სად ხართ?! კიდევ იმდენ რამეს გავიგებთ და ეცოდინება, როგორც მსოფლიოს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ოპონენტები აკეთებენ. ეს არ გამოვა. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. ის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ზოგიერთი მედიასაშუალება აკეთებს, არის ადამიანების წახალისების მცდელობა. უამრავ ადამიანს აურიეს გონება, დაღუპეს და ყოველდღიურად წამლავენ მოსახლეობას, ახალგაზრდებს ცრუ ინფორმაციებით და ხელს უწყობენ პოლარიზაციას, დაპირისპირებას. ვისაც პროტესტი აქვს, მისი გამოხატვა უპრობლემოდ შეუძლია. ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება, ეს ნორმალურია და განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს, თუმცა, ძალადობრივი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, სატრანსპორტო კვანძების შესახებ, თუ სად იქნება აკრძალული აქციების ჩატარება, თბილისის მერის თქმით, კანონში განსაზღვრულია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა გადაკეტვაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები განსაზღვრულია. შეიძლება რაღაც მიემატოს ან გამოაკლდეს. მაგალითად, ქალაქის გასასვლელი არის სტრატეგიული მნიშვნელობის და მის გადაკეტვას ცდილობდნენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში რამდენიმე კაცის მიერ შეზღუდვა მოხდეს, რომ მათ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კანონის ფარგლებში, პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია მშვიდობიანი ფორმებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მედიასთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების შეტანაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბრიტანული სტანდარტით იხელმძღვანელებს.

ამ მიმართულებით შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რაც BBC-ის აქვს და ამით ვიხელმძღვანელებთ. ამაზე როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ცუდი კანონია და დემოკრატიულ პროცესებს ეწინააღმდეგება? ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...