spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "გახარიას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს...

კახა კალაძე: “გახარიას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე”

გახარიას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას საპარლამენტო მანდატების გაწვევაზე განაცხადი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

არ ვიცი, ვერ გეტყვით. ერთადერთი, შეიძლება ითქვას, რომ მას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე. როდესაც ხარ ოპოზიცია და ხალხის გარკვეულმა ნაწილმა დაგიჭირა მხარი, რომ მათი ხმა წარმოდგენილი იყოს და ისმოდეს საქართველოს პარლამენტში, ამ დროს კი შენ იღებ გადაწყვეტილებას, ეს ყველაფერი უგულებელყო და გადადგა ის ნაბიჯი, რაც დანარჩენებმა გადადგეს. ალბათ მას აქვს სურვილი, დარჩეს ოპოზიციაში და გააგრძელოს მოღვაწეობა. ზოგადად, რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აღნიშნული პარტიის ქარდს, რომელიც მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდების საფუძველზე აიღეს, კალაძე ამბობს, რომ ეს მათ “პრინციპულობას” აჩვენებს.

ეს მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ხომ გახსოვთ, გახარია გადადგა მელიას გულისთვის. როდესაც ვსაუბრობდით, თუ რა იყო ძირითადი მიზეზი, თვითონ გამოდიოდა, თავს იმართლებდა, მისი თანაგუნდელები კი რაღაც სისულელეებს საუბრობდნენ. აგერ, ელემენტარული ავიღოთ, ბანერი ვერ გამოაქვეყნეს. ჯერ გამოაქვეყნეს, შემდეგ დატუქსეს და ააღებინეს. ეს არის რეალობა და მათი პრინციპულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა საფრთხეებს შეიცავს მევახშესთან აღებული ვალი და რაშია გამოსავალი” – გიორგი კეპულაძე

"წინა კვირას ზუგდიდში კიდევ ერთი ოჯახი გამოასახლეს მევახშესთან აღებული...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...