ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვაპირებ, რომ ცოტახანი მოვწყდე პროცესებს და დავისვენო" -...

“ვაპირებ, რომ ცოტახანი მოვწყდე პროცესებს და დავისვენო” – ნენსი ვოლანდი

,,დაიტოვეს” ჯგუფის ადმინი, ნენსი ვოლანდი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:

,,ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს ამ თემაზე, მაგრამ ამ პოსტს დავწერ და მერე ვაპირებ, რომ ცოტახანი მოვწყდე პროცესებს და დავისვენო. ეს იმისთვის რომ გონზე მოვიდე ისევ. არავითარ შემთხვევაში არ ეგონოს ვინმეს რომ გავჩერდები, უბრალოდ სადღაც ვხვდები, რომ უკვე იმაზე მეტ პასუხიმსგებლობას მაკისრებს ბევრი ადამიანი ვიდრე შემიძლია და დარწმუნებული ვარ რომ ვერ გავუმართლებ მოლოდინებს.

როგორც იცით, უკვე მეორედ გაჩხრიკეს ჩემი სახლი და მინდა მოგიყვეთ ისეთი დეტალები, რაც არ მითქვამს.

პირველ რიგში, ჩემს სახლში შემოვიდა ორი ქალი პოლიციელი, ვინც პირადი ჩხრეკა ჩაატარა და ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე როცა მითხრეს რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო. კი ექიმთან ვარ ნამყოფი, მაგრამ სისტემის უსამართლობა როცა გაშიშვლებს, ბევრად უხერხულია და უსამართლობისგან ყველაფერი გეწვის.

სახლში მქონდა ბაბუაჩემის ნაქონი ორი 60იანი წლების ძველებური კამერა, რომელშიც ფირიც კი არ იყო. როცა მკითხეს რა არის, ვუთხარი და ალბათ ჩემს თვალებში ან ხმაში განსაკუთრებული სიყვარული დაინახეს და ეგრევე სტაცეს ხელი, რომ უფრო გავეტეხე ფსიქოლოგიურად.

წაიღეს სახლის კამერა, რომლითაც პაწიკოებს ვუყურებდი, როცა სამსახურში ან აქციაზე ვიყავი, შესაბამისად ეს კამერა ჩემს პირად კადრებს შეიცავს.

ბოლოს რაც მოხდა ეგ ყველამ იცით, დედაჩემზე იძალადა ვიღაც მოქალაქემ. დიახ ბატონო გიორგი, მოქალაქე ხართ, იმიტომ რომ პოლიციელი არ ეუბნება ადამიანს, “წამომყევი განყოფილებაში, არ მინდა უშნო რაღაცები ვაკეთო”

ბატონო ზურა, თქვენ კი ძალიან განიცადეთ როცა დაინახეთ როგორ ცუდად გავხდი, მჯერა რომ იმ წამს შეიძლება რამემ გაგკრათ, მაგრამ ისიც ვიცი რომ ჩემი სახლიდან როგორც კი გახვედით იმწამსვე დაგავიწყდათ რა დღეში გამატარეთ:)

გოგონა, შენი სახელი არ მახსოვს, მაგრამ როცა მეუბნები რომ ჩემი ნახატები იცი და მოგწონს და მეორე ხელით ამ ჯოჯოხეთში იღებ მონაწილეობას, სხვანაირად მანიშნე რომ “ჩემიანი” ხარ და იქნებ რამე შეიცვალოს კიდეც.

ამ ამბის მერე რა პროპაგანდის მანქანა ამუშავდა ჩემს წინააღმდეგ, მაგას არც აღვნიშნავ, მართლა ყველა ხედავდით მაგას და მეც ვხედავდი ყველაფერს.

მეორე წრეზე წამართვეს ტექნიკა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი ფინანსური მდგომარეობისთვის და ზუსტად იციან ეს. ამჯერად ჩემი კომპიუტერიც, რომელშიც ყველა ჩემი ნახატი ინახება და ის პროექტი რომელზეც ვმუშაობდი. საბენიეროდ, სასწაული ადამიანები მყავს გარშემო და მადლობა რომ ამ ასპექტში ჩემზე იზრუნებთ, ამას აუცილებლად დაგიბრუნებთ, შეიძლება არამატერიალურად, მაგრამ აუცილებლად.

საბოლოო ჯამში ვთვლი და ამას ყოველთვის ვამბობდი რომ პასუხისმგებლობა უნდა გადავინაწილოთ ყველამ, ყველას უნდა ჰქონდეს როლი ამ პროცესებში და ისეთი, რასაც გასწვდება და მე საკმარისი და მაქსიმუმი გავაკეთე ყველა ეტაპზე.

ეხლა ჩემზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ეს უსამართლობა მაგიჟებს.

მესამედ თუ მოხვალთ კიდევ, წინასწარ ყველაფერს ამოყრილს დაგახვედრებთ, ზუსტად ისე როგორც ტოვებთ ხოლმე ჩემს სახლს ყოველ ჯერზე.

აქვე ბოდიშს ვიხდი ამ ეგოცენტრული პოსტისთვის, ჩემზე ბევრად უარეს მდგომარეობაშია ხალხი, მაგრამ ვთვლი რომ ყველა ისტორია მნიშვნელოვანია და ყველას მსხვერპლი მისი მასშტაბების მიუხედავად საჭირო და ერთ აგურს დებს ბრძოლაში.

მე მინდა რომ ყველა ერთად ვიყოთ, აპრილში როგორც ვიყავით, ზუსტად ისე, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება სისტემის ის არის, რომ გარკვეულწილად ერთმანეთს დაგვაპირისპირა და თვეების მანძილზე ვიყავი ჩემი თანამებრძოლებისგან არნახული ცილისწამების მსხვერპლი. უბრალოდ გამიმართლა რომ საოცარი მეგობრები და ოჯახის წევრები მყავს.

დავბრუნდები მალე და იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე აქამდე ვიყავი. ბევრი რამე გადამიგორებია ცხოვრებაში და არც ეს იქნება გამონაკლისი. თქვენ კი გთხოვთ რომ ცოტახანი ჩამანაცვლოთ.

დროებით 💖”, – წერს ნენსი ვოლანდი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...