სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“რეკომენდაციების შეუსრულებლობით ცეცხლს ვეთამაშებით” – დიმიტრი ხუნდაძე

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ფაზაში შესვლასთან და გაცემული რეკომენდაციების მაღალი ხარისხის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე:

რაიონებში, მრავალ ბინიან კორპუსებში, ეზოებში შეინიშნება მოქალაქეების სიმჭიდროვე და ასევე ე.წ. სოფლის ბირჟებზე. ამიტომ, მე მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობით ცეცხლს ვეთამაშებით.

დავიცავთ საკუთარი ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ სხვისასაც. შესაძლოა ჩვენ ვინმესთვის აღმოვჩნდეთ, ასე ვთქვათ, მსხვერპლის საბაბი და ასევე, საკუთარი თავი ჩავაგდოთ ხიფათის ქვეშ. ამიტომ, დავიცავთ რეკომენდაციები, სიმჭიდროვეს მოვერიდოთ, რომ არ შევუწყოთ ხელი ინფექციის გავრცელებას.

ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ და გვჭირდება რეკომენდაციების უფრო მაღალი ხარისხის შესრულება,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული