spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს იყო სასჯელი, რომ თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის ევროპული...

“ეს იყო სასჯელი, რომ თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ვიბრძოდი და ეს იყო ჩემთვის პატივი” – დიმიტრი ბიძინაშვილი

,,დაკავების დღიდან მე ვიცოდი, რომ ეს საქმეები ბოლოს მაინც სისხლის სამართლის საქმედ იქცეოდა“, – ასე ეხმიანება მის დაკავებას ,,კოალიცია – ცვლილებებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი ,,ტვ პირველთან” ინტერვიუში და იხსენებს 2 თებერვალს აქციაზე, დაკავების დეტალებს:

,,ციხეში შესვლაც არ იყო იმ სიმძიმის, როგორც შეიძლება სხვამ წარმოიდგინოს. პირიქით, ისეთი თავისუფალი და ამაყი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, როდესაც პირველად, ბრალის წარდგენის შემდეგ შემიყვანეს იზოლატორში.

ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო დანაშაული – ეს იყო სასჯელი, რომ თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ვიბრძოდი და ეს იყო ჩემთვის პატივი.

გზის სავალ ნაწილზე საერთოდ არ ვყოფილვარ, ვიდექი კუთხეში, ზურგით ვიდექი პოლიციელებთან, რა დროსაც გოგა მემანიშვილმა დამიძახა სახელი, ინსტიქტურად მოვტრიალდი და ამ მოტრიალების შემდეგ მეუბნება, რომ იქით წავსულიყავი, საითაც ისედაც მივდიოდი და მობრუნებისთანავე, როდესაც მოვბრუნდი მაშინვე ნიღბიანები მეცნენ და დაიწყეს დაკავება. დაძახება იყო დაზუსტება, მართლა მე ვიყავი თუ არა.

დაზუსტებით იჭერდნენ ხალხს. ანუ რეჟიმი არჩევს ისეთ ადამიანებს, რომ ყველა სფეროში, ყველა ფენაში შევიდეს, რომ რაღაცნაირად შიში დათესოს“, – განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

📢 29 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ხალხისთვის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის გამო, შეკრების მონაწილეთა...

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა: "📢 29 აპრილს საქართველოს...

“ტყუილად შეეჭიდეთ ფასებს ქოცებო, ჯობს ისევ დიფსთეითს მიაწვეთ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ფასებთან დაკავშირებით მმართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...