spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სანქციები ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე,...

“სანქციები ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე, სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სანქციები ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე, სუვერენიტეტზე, დაუმოკიდებლობაზე.

როგორც მერმა ჟურნალისტებს ამერიკულ და ბრიტანულ სანქციებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა, ხელისუფლება ყოველთვის გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა მოლოდინიც გვაქვს, ეს არის ურთიერთობების გადატვირთვა. ამერიკას ჰყავს ახალი პრეზიდენტი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის შეძლებს ბოლომდე დაამარცხოს „დიფ სტეიტი“, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული მსოფლიოში. შევძლებთ თანამშრომლობას, პარტნიორობას, ურთიერთობების გაღრმავებას – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება აშშ-თან.

სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ეს ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, ქვეყნის დაცვაზე, მომავალზე, სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ამ ყველაფერისთვის გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, ყოველთვის დავიცავთ ქვეყანას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში და მოვახდინოთ ეკონომიკური გაძლიერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი – ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის” – კახა...

თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის...

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემაზე დისკუსიის გახსნა…” – ირაკლი კობახიძე

ტვ "იმედზე" გადაცემა "ღია ეთერში", მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...