პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ვიყოთ ფხიზლად, ყველა ერთად გავიმარჯვებთ!” – გიორგი ვაშაძის ვიდეომიმართვა

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და კორონავირუსის ეპიდემიასთან ეფექტური ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თავის ვიდეომიმართვაში “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ. გიორგი ვაშაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც აქტიურადაა ჩართული ამ მძიმე დაავადების მკურნალობისა თუ ვირუსის გავრცელების შეჩერების საქმეში და ხაზგასმით საუბრობს ანტიკრიზისული გეგმისა და მენეჯმენტის აუცილებლობაზე:

მოგესალმებით,
შექმნილ ვითარებაში, დიახ ჩვენ ავტეხეთ განგაში სწრაფი და მასობრივი დიაგნოსტიკის საშუალებების აუცილებლობაზე რადგან ზუსტად ვიცით, რომ 21-ე საუკუნის ეპიდემიებთან ბრძოლა სწორედ სწრაფი და მასობრივი დიაგნოსტიკით განსხვავდება გასული საუკუნეების ეპიდემიებთან ბრძოლისგან.

დიახ ჩვენ გვაქვს და ვსაუბრობთ ანტიკრიზისული გეგმის და მენეჯმენტის აუცილებლობაზე, რადგან გვინდა ის რომ უფრო მომზადებული და წინასწარ გათვლილი სცენარით დავხვდეთ მოსალოდნელ საფრთხეს, რაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით ცხადი და რეალურია.

პირველი მე გიხდით მადლობას იმისთვის, რაც აქამდე შეძელით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს საკმარისი არ არის, ადრეა ზეიმი. ვირუსი და ეკონომიკური კრიზისი ეხლა იკრებს ძალებს და როგორც არასდროს აუცილებელია პასუხისმგებლობა და ურთიერთმხარდაჭერა. მაგრამ ნაცვლად ამისა მე უამრავი ქილიკი და უღირსი საქციელი ვნახე ჩემი ბოლო პერიოდის აქტიურობიდან გამომდინარე.

საფრთხე ყველას თანაბრად გვემუქრება, მე ტაშისთვის არ ვსაუბრობ, ჩვენ ვცდილობ დავინახოთ პრობლემის და საფრთხის სურათი, რადგან ჩემი გამოცდილებიდან ზუსტად ვიცი, თუ მხოლოდ ერთ სფეროს მისდევ ძნელია დაინახო მოვლენათა საერთო ჯაჭვი.

არასწორია როდესაც ვსაუბრობთ რომ ვაცადოთ ეპიდემილოგებსა და ინფექციონისტებს, ჩემი უდიდეს პატივისცემა მათ, ასევე დიდი მადლობა სამედიცინო პერსონალს, პოლიციას, სამხედროებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ეს ყველაფერი არის ერთი დიდი მრავალკომპონენტიანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პროცესი და კომპლექსურად უნდა შევძლოთ მისი დანახვა.

კრიზისის ცალკეული ელემენტის იდენტიფიცირება, თუნდაც გადაწყვეტა ვერ მოგვიტანს წარმატებას. საერთო ფრონტზე გვჭირდება ერთიანი, სისტემური, ანტიკრიზისული სტრატეგია. ერთმანეთის ქილიკის და ფუჭი საუბრის დრო არ გვაქვს, გვჭირდება სწრაფი, გააზრებული და გაბედული ქმედებები, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ კრიზისიდან გამოსვლა და ვირუსის საფრთხესთან ერთად შიმშილის გარდაუვალი საფრთხის წინაშე არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეები.

მოგმართავთ თითოეულ მოქალაქეს, ვითარება სახიფათო ნიშნულზეა. დარჩით სახლში, სამწუხაროდ უკვე მხოლოდ ასე შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება და გადარჩენა.

მივმართავ ყველა კონფესიის მრევლს – ღმერთს არ სჭირდება ჩვენი რიტუალური მსახურება, რადგან დღეს ღვთისმსახურება და ღვთისსიყვარული ურთიერთსიყვარულსა და ერთმანეთისადმი ზრუნვაში გამოიხატება.

ვიყოთ ფხიზლად, ყველა ერთად გავიმარჯვებთ!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული