spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვინც დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს ცდილობს,...

“ვინც დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს ცდილობს, ყოველთვის მიიღებს სამართლიან, კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს” – შალვა პაპუაშვილი

ის, ვინც ცდილობს დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს, რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის მიიღებს სამართლიან, კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 49 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

შალვა პაპუაშვილმა წინა მოწვევის პარლამენტის მუშაობის დასაწყისში ოპოზიციის ქმედებები გაიხსენა.

მისი თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევიდნენ, ისინი ინტენსიურად აცდენდნენ სხდომებს.

გახსოვთ, რომ სხდომების ნახევარზე მეტი გაცდენილი ჰქონდათ, ხან ბოიკოტით და ხან – ისე. არცერთი დღე რეალურად არ უმუშავიათ პარლამენტში.

2020 წლის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მათ შანსი მისცა, რომ საკუთარი ამომრჩევლის ნება წარმოედგინათ, რადიკალური ოპოზიცია შეეცადა, ეს პრეცედენტად ექცია და 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ზუსტად იმავე მცდელობას ვხედავთ – არჩევნების გაუქმების და ხალხის ნების უარყოფის.

ვხედავთ იმავე მეთოდებს, მათ შორის, მანდატებზე უარის თქმას. რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველი ხალხის სახელით, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს რადიკალური ოპოზიცია მისი შიდა თუ გარე მფარველების მეშვეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

“უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ” – დიმიტრი (დიტო) სამხარაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი,...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...