spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ თანამოქალაქეები სხედან ციხეში სამშობლოს სიყვარულის გამო, ამიტომ...

“ჩვენ თანამოქალაქეები სხედან ციხეში სამშობლოს სიყვარულის გამო, ამიტომ ბრაზი უნდა მივმართოთ ამ მიმართულებით” – ლევან ხაბეიშვილი

რეჟიმი გადასულია შეტევაზე – ხალხის დაშინებას ცდილობს დაკავებით, ცემით, ამიტომ პროტესტი უნდა გახდეს უფრო მეტად მძლავრი, უნდა იყოს გაფიცვები, აქცია-პერფორმანსებით არ გამოდის საქმე ასეთ მძიმე რეჟიმებთან.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – „რეჟიმი იქცევა ასე, მუდმივად ცდილობენ, რომ წნეხის ქვეშ ჰყავდეთ ადამიანები და ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ მათი მთავარი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დევნილები. ახლა საინფორმაციო პროპაგანდა აწყობილი აქვთ, რომ იჭერენ, დევნიან – შეტევაზე არიან, ამიტომ საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს შეტევა და მათ შორის ის, რაც მათ სტკივათ.

მე მესმის, რომ თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობაში ყოფნა არავის არ მოსწონს, მაგრამ ამის საპირწონედ ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა, რომელიც უნდა დავიცვათ, ამიტომ სწორედ, რომ გაფიცვები უნდა იყოს ყველგან, მაგალითად რკინიგზაში, პორტებში და ასეთი აქციებია საჭირო, რომ რეჟიმს წინააღმდეგობა გავუწიოთ.

აქცია-პერფორმანსებით არ გამოდის ეს საქმე ასეთ მძიმე რეჟიმებთან. ჩვენ რომ გარეთ გამოვიხედავთ ელექტროენერგია გვაქვს და სახლში ფერადი ტელევიზორი გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. შევარდნაძის დროსთანაც კი ვერ მივა ახლოს ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ახლა გვაქვს – არიან მაგნიტსკის სიაში, არიან დასანქცირებულები, არავინ არ აღიარებს, ოფიციალური მწამებლები მიტაცებულ ძალაუფლებაში და ერთიც მინდა აღვნოშო, რომ გაუგონარი თემების გარჩევები მიდის ტელევიზიით.

კონკრეტული პოლიტიკოსები, გარკვეული ჯგუფები რაღაც გაურკვეველ დისკუსიებს აწარმოებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, იმის დროს და ამის დროს – შეწყვიტეთ ეს სიგიჟეები, ეს არის ოლიგარქის მთავარი ამოცანა, რომ ამ პროპაგანდის მესიჯებით გასაუბროთ.

მზია ამაღლობელზე გეუბნებიან, რომ კრიმინალია, 19-20 წლის ბავშვებზე გეუბნებიან, რომ სახელმწიფოს ატრიალებენ, დიმა ბიძინაშვილზე ამბობენ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეა, სიგიჟეებს გახვევენ თავს და თქვენ კიდევ დგახართ და თავს იმართლებთ, პარტიულ კონიექტურებს განიხილავთ, ვიღაცებს ადარებთ ერთმანეთს და ან წიგნი ხომ წაგიკითხავთ, ან ხომ გიყურებიათ რეჟიმები როგორ იქცევიან, რეჟიმი არჩევნებით არ აბარებს ხელისუფლებას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ამიტომ ვფიქრობ, რომ სხვა საქმეზე უნდა მივდგეთ, ერთიანობა გვმართებს, ეს არ არის შეჯიბრებითობა, რომ ერთი პარტია მეორეს უპირდაპირდება, ცოტა დამშვიდდით და საქმეზე ვიფიქროთ.

ჩვენ თანამოქალაქეები სხედან ციხეში სამშობლოს სიყვარულის გამო, ამიტომ ეს ბრაზი უნდა მივმართოთ ამ მიმართულებით.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა”

მმართველი გუნდის მიერ ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს...

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი – 28 აპრილი 2026 წელი, თბილისი

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი ➡️ 28 აპრილი,...

“საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი…” – რომან გოცირიძე

ტელეკომპანია "იმედის" და "ლიბერთი ბანკის" ყოფილი მფლობელის, ირაკლი რიხაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...