spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მათ იმედი აქვთ, რომ ხალხს შეაშინებენ, პროტესტის ტალღას,...

“მათ იმედი აქვთ, რომ ხალხს შეაშინებენ, პროტესტის ტალღას, ამ მუხტს ჩაახშობენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მოხდება პირიქით” – პეტრე ცისკარიშვილი

ოცნებას” იმედი აქვს, რომ მსგავსი რეპრესიულ კანონებით შეაშინებენ ხალხს, თუმცა დარწმუნებულო ვარ, რომ ყველაფერი მოხდება პირიქით, რადგან ხალხი უფრო გაბრაზდება”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით – “აქ მნიშვნელოვანი ის არის, რა მიზანს ემსახურება “ოცნების” მხრიდან, თვითგამოცხადებული, თვითმარქვია ხელისუფლების მხრიდან ასეთი რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედება.

მათ იმედი აქვთ, რომ ხალხს შეაშინებენ, პროტესტის ტალღას, ამ მუხტს ჩაახშობენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მოხდება პირიქით – ხალხი კიდევ უფრო მეტად გაბრაზდება. არც მათი 15 დღის ეშინოდა არავის და არც 60 დღის შეეშინდება, მაგრამ პოლიტიკური ჟანრის კლასიკა არის ერთგვარი, რომ ის რეპრესიული რეჟიმები, რომელთაც პოლიტიკური ლეგიტიმაცია არც ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არ გააჩნიათ, მიმართავენ სამართალდაცვით და სისხლისსამართლებრივ ფუნდამენტზე თავიანთი ლეგიტიმაციის შენებას, რაც ყოველთვის მათთვის ცუდად მთავრდება ხოლმე.

მთავარია, მოვიკრიბოთ ძალები, პრინციპულები ვიყოთ იმ ჩვენს დემონსტრაციებში, პროტესტში, რომელიც გვაქვს და გვესმოდეს სწორად თანმიმდევრობა როგორი უნდა იყოს: ჯერ ამ რეჟიმისგან, ბიძინა ივანიშვილის მთავრობისგან უნდა გათავისუფლდეს საქართველო, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს უკვე მართლაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

“იქნებ ასე ესმით ქოცებს “ცივილიზებულად ოპონირება”? მათ ხომ არ უთქვამთ აქამდე, როგორ ესმით?” –...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...