spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, ვინც ღალატი...

“პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, ვინც ღალატი ჩაიდინა ქვეყნის წინაშე და ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჩააბარა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ ღალატისა და დანაშაულისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია.

როგორც მან საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის ტკივილები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მიიღო ქვეყანამ, ჯერაც არ მოშუშებულა:

ჩვენი საარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მიმართულება იყო ის, რომ პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, ვინც ღალატი ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, ვინც ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჩააბარა.

იმ უგუნური პოლიტიკის შედეგად, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, რა მივიღეთ, ყველამ კარგად დავინახეთ: დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები.

ეს ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ტკივილები ჯერაც არ მოგვიშუშებია. ამ ღალატისთვის, ამ დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის დაკითხვაზე გამოუცხადებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი – ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის” – კახა...

თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“მე ადამიანებისთვის ცხოვრების შემსუბუქება მიმაჩნია პირველად ამოცანად, ფასების დაწევა და საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად შემცირება...

გაჟღერებულ მოთხოვნებს, იმპორტირებული პროდუქტების დაბეგვრასთან დაკავშირებით, რათა ადგილობრივი პროდუქტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...