spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქმე გვაქვს ავღანური, ან ვიეტნამის სინდრომის თანაზომად მასობრივ...

“საქმე გვაქვს ავღანური, ან ვიეტნამის სინდრომის თანაზომად მასობრივ პრობლემასთან” – გია ხუხაშვილი

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ პოლიციის რიგებში, ეს არ არის უბრალოდ სამართალდამცავ სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების პროცესი.

ეს ხალხი არის ბიძინას მიერ წარმოებული, “უჯრედის დონეზე” ცვლილებების, ანუ მუტაციის ექსპერიმენტის მსხვერპლი.

ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, როგორ შეყავთ კუნთმაგარ ადამიანებში იდეოლოგიური შხამი. ამ წესით ახდენენ ფასეულობითი სისტემის კორექციას და ამ პროცესში გენერირებულ აგრესიას აძლევენ სასურველ მიმართულებას.

მუტაციის პროცესი იმდენად შორს წავიდა, რომ ვიზუალურადაც ყველაფერი აშკარა გახდა – მათ სახეც, ინდივიდუალიზმიც დააკარგვინა და ნიღბებს ამოფარებულ ერთიან აგრესიულ მასად აქცია.

საქმე გვაქვს ავღანური, ან ვიეტნამის სინდრომის თანაზომად მასობრივ პრობლემასთან.

მე არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ცხადია, რომ სერიოზული ძალისხმევა გახდება საჭირო, რომ ამ ხალხს დავუბრუნოთ ადამიანური სახე“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია პარლამენტში გამართულ ანგარიშსწორებაზე არის ზიზღი კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც ეს გააკეთა”...

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მძიმე შეფასებებით ეხმაურება განათლების ყოფილი...

“გამოცხადებულ ანექსიის ქრონიკას შიდა ქართლში, შემთხვევით ქალბატონ წულუკიანის კომისიის დასკვნა ხომ არ აქვს ჩაფენილი...

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონთან დაკავშირებით კრემლში გამართულ შეხვედრებს მძიმე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...