შაბათი, ივლისი 12, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიაჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე მიმდინარეობს

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე მიმდინარეობს

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს მუმბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “OTM 2025” გაეცნენ. აზიის უმსხვილესი გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ შეხვედრები გამართა მარკეტინგული, ტურისტული კომპანიების, ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ინფლუენსერებთან. მათ შორის The times of India-ს, Incredible India-ს, India Outbound-ის, Outlook traveller-ის, Travel Turtle-ის⁠, Thomas cook-ის, ⁠BOTT-ისა და Tripoto-ს მენეჯმენტთან. მუმბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა აზიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელშიც წელს 60 ქვეყნის 1600-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და 45 ტურისტულ კომპანიასთან ერთად იყო წარმოდგენილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონისა და ზოგადად, ქვეყნის პოპულარიზაცია ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე გასულ წელს დაიწყო. 2024 წელს, აჭარას ინდოეთიდან მაღალრეიტინგული მედია გამოცემების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ. მათ შორის იყვნენ Conde Nast Traveler-ის, Outlook Traveler-ის, Thomas cook-ის, Travel Turtle-ისა და India Outbound-ის წარმომადგენლები.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ასევე წარმოაჩინა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ფინეთში, ესპანეთში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. წლის ბოლომდე, აჭარის პოპულარიზაცია ჯამში 25-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იგეგმება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ყაზახი ბლოგერები და ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

ყაზახი ბლოგერები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ისინი რეგიონში აჭარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...