ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მდუმარენო! თქვენთანაც მოვა უსამართლობა და ხმის ამომღები აღარავინ...

“მდუმარენო! თქვენთანაც მოვა უსამართლობა და ხმის ამომღები აღარავინ იქნება… ამიტომ უნდა ამოიღო ხმა ახლავე!” – ანა კობახიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტაბჭოს წევრი ანა კობახიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით, საზოგადოებას მიმართავს და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის, ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს:

მდუმარენო! (საბედნიეროდ, ჩემს ირგვლივ ბევრი არაა). თქვენთანაც მოვა უსამართლობა და ხმის ამომღები აღარავინ იქნება, იმიტომ რომ ან დაჭერილები ვიქნებით ან ამ ქვეყნიდან გადახვეწილები ისინი, ვინც უკომპრომისო ბრძოლაში ვიყავით და არაფრის ფასად არ მივეყიდეთ რუს ოლიგარქს.

შენთანაც მოვა სიღარიბე და ამაზე ხმას ვერ ამოიღებ, იმიტომ რომ ვერ გაბედავ ხმის ამოღებას და სიღატაკეში ჩაიხრჩობი, რუსებივით. თან პროპაგანდა დაგაჯერებს, რომ (ტვ ნადეჟდა სულ ცეკვა თამაშით) მსოფლიო კრიზისია და ყველა ქვეყანაშია ღარიბი.

შენთანაც მოვა ცენზურა, რომელიც მოგახრჩობს ბიძინა ანაკონდასავით და უბრალოდ მოკვდები, ფიზიკურადაც უფრო ადრე ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში კვდებიან ადამიანები.

უბედური იქნები ასეთ ქვეყანაში, მაგრამ შენს სიცოცხლეში დიქტატურას ვერ დაამარცხებ.

ამიტომ უნდა ამოიღო ხმა ახლავე!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ანა კობახიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის გამოცდილების გაზიარებას...

“თქვენი დამსახურებით საქართველო უკვე იმ ზღვარზეა, რომ ევროპამ შეიძლება გაგვიუქმოს უვიზო რეჟიმი” – პაატა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე მძიმე ფაქტებზე საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...