ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია, 4 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გაიხსნება, რომელიც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს დაეთმობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს 4-7 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. მათ შორის, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ინიციატორების თხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილება.

მიმდინარე სასესიო კვირაში კანონმდებლები ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტზეც იმსჯელებენ, რომელიც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შექმნას შეეხება.

ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. მათ შორის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ.

დელეგაციის წევრებმა მათი უფლებამოსილებების შეწყვეტის შესახებ, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ინდივიდუალურად მიმართეს.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ამის შემდეგ უკვე მეც მივმართავ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში წევრები არ არიან და ამაზე შესაბამისი ინფორმაცია იქნება მიწოდებული იმ განმარტებით, რაც არაერთხელ საჯაროდაც გაკეთდა.

ჩვენ ველოდებით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდება თავის პირვანდელ ღირებულებებს, რომელიც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამყარებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია” – კახა კალაძე

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი,...

გია ნოდია: “აი, ასეთი ბრძენია ბატონი ბიძინა😀”

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი პრეზიდენტობის შედეგად საქართველოში ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ (პენსიები 10-ჯერ) ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება სასამართლოში ე.წ. ,,პიჯაკების...

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...