spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როცა "ნაცებს და ქოცებს" შორის ტოლობის ნიშანს სვამთ,...

“როცა “ნაცებს და ქოცებს” შორის ტოლობის ნიშანს სვამთ, გარეთ გაიხედეთ რა ბრძოლაა” – ეკა ხერხეულიძე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე განმარტებებთან ერთად მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნების” ყოფილი წევრებისა თუ მხარდამჭერების მხრიდან კონკრეტული პოზიციის დაფიქსირების გამო:

ახლად განქოცებულთა საყურადღებოდ…

მიუხედავად იმისა, რომ 13 წელი მხოლოდ კონკრეტულ ხალხს სცემდა, დევნიდა და აპატიმრებდა რეჟიმი, თქვენ კი, კრეტინ ივანიშვილს, ზოგი “სფიჩებს” უწერდით, ზეპირსიტყვიერად თუ ნატურალურ სისულელეს იტყოდა, ბექში თავებს უქნევდით, ღრმად გჯეროდათ, რომ როგორცკი აღარ მოგეწონებოდათ, გადაირჩევდით, უმეტესობა, სანამ თავად არ გამოგყარათ, მის სალაფავზე ისხედით, ახლა ექსპერტ-სპიკერებად იქეცით და გვასწავლით სადამდე შეიძლება წავიდეს მიმდინარეობა-ბიძინოლოლოგია…

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაკი საქმეს სიმრავლე სჭირდება, თმენის ვალდებულება სულ ერთ მხარეს ვერ ექნება. როცა “ნაცებს და ქოცებს” შორის ტოლობის ნიშანს სვამთ, გარეთ გაიხედეთ რა ბრძოლაა, ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაციის დახსნის გამო შიმშილობს ხალხი ციხეში, სახეებს ულეწავენ და უკანონო სასჯელს ახდევინებენ ამ ქვეყნის მომავალს.

ის რისი დაკარგვაც არ გვსურს, შევარდნაძის რეჟიმს მემკვიდრეობით არ გადმოუცია. ასე განვითარდა მოვლენები:

🔴2004 წლის 25 იანვარს საქართველოში პირველად აღიმართა ევროკავშირის დროშა,პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს;

🔴2009 წლის 18 აგვისტოს საქართველომ ოფიციალურად დატოვა დსთ.თუმცა,მანამდე რამდენიმე წელი საქართველოს ხელი არ მოუწერია არც ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტისათვის – მათ შორის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებისათვის;

🔴2009 წლის 9 იანვარს ხელი მოეწერა აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას;

🔴2010 წლის ივლისში ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები.უფრო მეტიც,პრეზიდენტი სააკაშვილი იყო აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატის იდეის ერთ-ერთი ლიდერი და შემსრულებელი.

ხოლო,
🔴2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა;

🔴2024 წლის 28 ნოემბერს ოფიციალურად გაცხადდა უარი ევროკავშირთან თანამშრომლობაზე;

🔴დასავლეთის ქვეყნებისგან დასანქცირებულები არიან “მთავრობის” წევრები და დეპუტატები,რომელთა ლეგიტიმაცია დღემდე არავის უღიარებია.

თქვენ განქოცებას მზითვში კი არ მოყვა ის მიღწევები, რაც ჩამონათვალშია, არამედ კონკრეტული ხალხის შრომაა, იმ ხალხის, რომელთა შორისაც ტოლობის ნიშანს სვამთ რუსულ რეჟიმთან გასათანაბრებლად მხოლოდ იმ უსამართლო მიზეზით, რომ ოდესღაც თქვენი ქოცად ყოფნა გაამართლოთ.

როგორც იტყვიან, აქ სულელი არავინ არ არის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ეკა ხერხეულიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი – 28 აპრილი 2026 წელი, თბილისი

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი ➡️ 28 აპრილი,...

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...