31 იანვარს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 1 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში.
იანვრის შუა პერიოდში ლარის რამდენიმე დღიან სტაბილურობას, გაუფასურება მოჰყვა, რაც ბოლო კვირაში შეიცვალა და ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
28 იანვარი – 2.8808;
29 იანვარი – 2.8766;
30 იანვარი – 2.8784;
31 იანვარი – 2.8781.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, საგრძნობლად, 0.0198 ლარით და 1 აშშ დოლარი 1 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 2.8563 ლარი ეღირება.
თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაში და ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
28 იანვარი – 3.0263;
29 იანვარი – 3.0014;
30 იანვარი – 2.9941;
31 იანვარი – 2.9929.
ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, ამასთან საგრძნობლად, 0.0278 ლარით, უკან ჩამოსცდა 3-ლარიან ნიშნულს და 1 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო უკვე 2.9651 ლარი ეღირება.
ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ბოლო ვაჭრობაზე, ლარი, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, გამყარდა სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში, რიგ შემთხვევაში განსაკუთრებით საგრძნობლადაც კი. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 1 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5470 ლარი (გამყარდა 0.0306 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0797 ლარი (გამყარდა 0.0007 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6847 (გამყარდა 0.0034 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6798 ლარი (გამყარდა 0.0116 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1613 ლარი (გამყარდა 0.0733 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1360 ლარი (გამყარდა 0.0333 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9427 ლარი (გამყარდა 0.0273 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2976 ლარი (გამყარდა 0.0226 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.9700 ლარი (გამყარდა 0.0609 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8462 ლარი (გამყარდა 0.0160 ლარით).
თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
28 იანვარი – 2.9733;
29 იანვარი – 2.9406;
30 იანვარი – 2.9173;
31 იანვარი – 2.9468.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0543 ლარით და შესაბამისად, 1 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.8925 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი