ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს. უმძიმესია...

კახა კალაძე: “მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს. უმძიმესია ეს ყველაფერი, რაც მოხდა”

უმძიმესი ფაქტი მოხდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას კი ამ ამბის პოლიტიკურად გამოყენება უნდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა 25 იანვარს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა მოზარდის გარდაცვალების საქმეზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და სცადეს ეს ამბავი პოლიტიკურად გამოეყენებინათ.

მისი განმარტებით, უბედური შემთხვევა მოხდა არა რიყის პარკში, არამედ ე.წ. რიყის დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება.

ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს. უმძიმესია ეს ყველაფერი, რაც მოხდა. თუმცა, ძალიან სამარცხვინოები არიან კონკრეტული მედიასაშუალებები, იმის გამო, რაც იკადრეს. ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს, რიყის პარკში თხრილში მოხდა უბედური შემთხვევა. ამიტომაც არიან ბინძური და სამარცხვინოები და ამიტომაც აქვს საზოგადოების უდიდეს ნაწილს მათ მიმართ ის დამოკიდებულება, რაც ეკუთვნით და მომავალშიც ასე იქნება. მათ ყველა უმძიმესი ფაქტის პოლიტიკურად გამოყენება უნდათ. ამიტომაც არის, რომ ხალხი ლანძღავს და აგინებს. რასაც თესავენ, იმას იღებენ საზოგადოებისგან. ისინი არიანპირველი მოძალადეები და ძალადობის წამახალისებლები.

რაც შეეხება ამ ტრაგედიას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ეს საშინელი ფაქტი მოხდა ე.წ. რიყის დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება და იყო დაკეტილი. სხვა დანარჩენ დეტალზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, ოჯახის ტკივილიდან და იმ უბედურებიდან გამომდინარე, რაც მოხდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გააკონტროლა აღნიშნული ობიექტი თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კახა კალაძის თქმით, ეს ცდება უწყების კომპეტენციას, რადგან ტერიტორიაზე ამ ეტაპზე მშენებლობა არ მიმდინარეობს.

რა უსაფრთხოებაზე საუბრობთ? ეს არის კერძო საკუთრება, დახურული შენობა-ნაგებობაა, სადაც ჯერ არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული და არც მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. როდესაც საკუთარი სახლი გაქვთ დაკეტილი, სადაც არ ცხოვრობთ, იქ მუნიციპალური ინსპექცია ვერ დადგება და ვერ დაიცავს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“მარტო ბიძინისტანი დარჩა მშვიდობის და სუვერენიტეტის მომხრე” – გია ნოდია

განათლების ყოფილ მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...