spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი - ეს არის...

“ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი – ეს არის დღევანდელი მოცემულობა” – კახა კალაძე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა იმ გზიდან გადახვევას არ ნიშნავს, რომელიც ქვეყანას აქვს გაცხადებული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ უსამართლო განცხადებები ისმის.

კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო. თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟონ და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც ტყუილზე, სიცრუეზეა დაფუძნებული. ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ვხედავთ – ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

არავის მიეცემა შესაძლებლობა, ჩვენი სამშობლო სხვადასხვა მიზეზითა და მიზნებით, აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს იყო ღირსეული ნაბიჯი. ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. კეთილი უნდა ინებოს ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, ბრიუსელი იქნება ეს თუ რომელიმე სხვა ქვეყანა, პატივი სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები მეგობრობას და პარტნიორობას არის აცდენილი.

მიმდინარე პროცესების უკან ვხედავთ ძალიან დიდ უსამართლობას, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ბევრი უსამართლო განცხადება, გადაწყვეტილებები, მუდმივი შანტაჟი ვნახეთ, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ბევრჯერ გამოიცადა, რომ საქართველო არის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა. კონკრეტული პროექტები არსებობს მაგალითისთვის, თუ როგორ შეიძლება ორმხრივი თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, ეს ყველაფერი აცდენილია მეგობრობას და პარტნიორობასაც. ეს არის პირდაპირ უსამართლობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, აბუჩად მოიხსენიოს საქართველო და ქართველი ხალხი.

ეს არ ნიშნავს იმ გზის გადახვევას, რომელიც ჩვენ გვაქვს გაცხადებული. ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ბრიუსელის – კორუმპირებული ბიუროკრატიის მხრიდან, უსამართლო გადაწყვეტილებებს, განცხადებებს ვისმენთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელ მსოფლიოში, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ბევრი რამ შეიცვლება; შეიცვლება აღნიშნული ბიუროკრატია, რომელსაც უდიდესი პრობლემები აქვს. ამ ყველაფერს ჩვენი მხრიდან ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა.

ჩვენ ვართ ქართველები, პატივს ვცემთ ჩვენს სამშობლოს, კონსტიტუციას, სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. არავის მივცემთ შესაძლებლობას, აბუჩად მოიხსენიოს ჩვენი ქვეყანა და მუდმივად აშანტაჟოს ის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მთავრობამ მოსახლეობის აღწერის შედეგები გააყალბა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს სტატისტიკის...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...