პარასკევი, აპრილი 19, 2024

სოციალურ ქსელში გავრცელებული კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, მოსახლეობაში გავცელებულ კალიის ფოტოსთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. სეს-ი აღნიშნავს, რომ ეს კალია არის ადგილობრივი ენდემური სახეობა და საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე მოუწოდებს მოსახლეობას ფეიქ ფოტოებისა და ნიუსების გავრცელებისაგან თავი შეიკავონ:

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები სოციალურ ქსელში გავრცელებული კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ეს არის ადგილობრივი ენდემური სახეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნება და არაერთხელ უნახავს მოსახლეობას, მას არ ახასიათებს ჯოგური დაჯგუფება და არ წარმოადგენს საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის.

შესაბამისად, ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელება და საზოგადოებაში დამატებითი პანიკის შექმნა გაუმართლებელია.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი

პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოს ეგრეთ წოდებული ფეიქფოტოებისა და ნიუსების გავრცელებისაგან,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული