ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ბატონ გიორგი ვაშაძეს, რომელმაც თავის დროზე ატეხა განგაში სწრაფი ტესტების აუცილებლობაზე – ნიკოლოზ ვაშაკიძე

კორონავირუსთან ბრძოლის სამხრეთ კორეული მეთოდის ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, საზოგადოებრივი მოძრაობა “ახალი საქართველოსთვის” ლიდერმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ. მისი შეფასებით, ამ ეტაპზე ხელისუფლება სწორ გზას დააგდა, როცა სწრაფი ტესტირების რეჟიმზე გადადის, რისთვისაც მადლობას უხდის გიორგი ვაშაძეს, რომელმაც თავის დროზე ატეხა განგაში ამ აუცილებელ მიდგომასა და ღონისძიებაზე გაამახვილა საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღება:

დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი ამ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით. მე, როგორც ვატყობ პრინციპში საკითხი იხურება, რადგან პრაქტიკულად ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მთელი მსოფლიო გადადის იმ მიდგომაზე, რომელსაც სამხრეთ კორეა დაადგა და მერე მთლიანად გაიზიარა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ.

მადლობა ღმერთს, რომ შეიძლება ითქვას საქართველოც გადადის ამ რეჟიმზე. სხვა გზა პრინციპში არ არსებობს ამ თვალსაზრისით. ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ბატონ გიორგი ვაშაძეს, რომელმაც თავის დროზე ატეხა განგაში ამ აუცილებელ მიდგომასა და ღონისძიებაზე გაამახვილა საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღება. ცოტა ირონიული სიტუაცია შეიქმნა ამ თვალსაზრისით. ერთი მხრივ მას აკრიტიკებდნენ და იაფი პოლიტიკური ქულების მოპოვებაში სდებდნენ ბრალს და მეორე მხრივ გაიზიარეს მისი მიდგომა და რეალურად დაიწყეს იმის კეთება, რაც იყო შემოთავაზებული სწრაფ მასობრივ და აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით.

ჩვენი მხრიდან მონიტორინგი გაგრძელდება თუ როგორ წავა ეს პროცესი, მარტო დაწყება არ არის საკმარისი, აქ უკვე ამ პროცესის სწორი და გათვლილი დაგეგმვა და ეფექტურად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

ცუდია, რომ ეს გადაწყვეტილება დაგვიანდა, მაგრამ კარგია რომ როგორც იქნა მიიღეს და მთავარია სწორად და ეფექტურად განხორციელდეს,” – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული