spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სევდიანი ამბავია… საქართველოს ამბავი… ჩვენი ამბავი…” - ზაზა...

“სევდიანი ამბავია… საქართველოს ამბავი… ჩვენი ამბავი…” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც იხსენებს, თუ როგორ დაიწყო ბათუმში შერატონის აგების პროცესი:

,,გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმები ბათუმის შერატონში მოხდა, რის გამოც ბოლო დღეებში ეს სასტუმრო ყურადღების ცენტრში მოექცა. ამან გამახსენა, როგორ შენდებოდა ბათუმის შერატონი წინა ხელისუფლების დროს:

მოკლედ, ის დროა, როცა აჭარა ახალი დახსნილია კაგებეს გენერალ ასლან აბაშიძის დიქტატურისგან. რეგიონი იზოლაციიდან გამოდის, მაგრამ ბათუმში ჯერ საერთაშორისო კლასის არცერთი სასტუმრო არ არის (არც ამის საჭიროება არსებობს ტურისტები არ არიან, ბიზნესიც – კანტი-კუნტად. საწარმოს რეგისტრაციასაც კი ასლანის ნებართვა სჭირდება). გზები რომ არაა და ყოველი წვიმისას ბათუმის ქუჩებში კანალიზაცია ამოდის, ესეც მოცემულობაა, რომელსაც ყველა შეგუებულია.

მოკლედ, ეს ვითარებაა და დაიწყო შერატონის მშენებლობა, მთავრობის ინიციატივითა და ხელშეწყობით. მშენებლობის დაწყება იყო და ათუხთუხდა ქოცპროპაგანდა. რას ამბობდნენ, იცით, პროტოქოცები? ვერ დაიჯერებთ! – ,,ბათუმში ამხელა სასტუმრომ როგორ უნდა იმუშაოს, მთელი წელი წვიმს, სტუმრები ვერ ეყოლება, გამორიცხულია – “რეჟიმის” ახირებაა ესო”.

მალე დახვეწეს ჭორ-ვერსია, რომლის მიხედვითაც მიშამ ოჯახის ახლობელ ვიღაც გურჯს უთხრა, შენ ოღონდ ააშენე და მე სამთავრობო დელეგაციებით დაგიტვირთავო.

ქოცები სახეს იხოკავენ – რაში იხარჯდება “ჩვენი” დრო და ფული, ეს სასტუმრო ხომ ყველა ვარიანტში არარენტაბელური იქნებაო (ერთ სასტუმროზეა საუბარი!).

გამოხდა არც თუ ისე დიდი ხანი და ღვთისგან დავიწყებული პროვინციული ქალაქის შავი ზღვის მარგალიტად ქცევას, რისი მომსწრეც 2004-2012 წლებში გავხდით, უცხოურ მედიაში “ბათუმის სასწაული” ეწოდა.

მაგრამ გგონიათ, ქოცმა მოისვენა? აპააა… ქოცმა ახალი საბაბი მოიგონა უკმაყოფილებისთვის.

ჯერ იყო და, რატომ ბათუმი, ჩვენთვის ეკითხათ, იქნებ ბაკურიანის განვითარება გვერჩივნაო, აწიკვინდნენ. მერე… ვერ დაიჯერებთ! – შერატონის ქიმზე რომ “S” (შერატონის ლოგო) აწერია, ეგ სინამდვილეში სააკაშვილს ნიშნავსო. მართლა… ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ! 😃 😃 😃

მერე იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის კატასტროფა, როცა მოთქვამდნენ, თანამედროვე ბათუმი არ მოგვწონს, “ჩაზნექილი სკამები” მოგვენატრაო (მართლა!). მოვიდნენ და ჯერ რაღაც ბუტკები ჩადგეს ბულვართან, მერე კი ეს კოპწია ბათუმი მახინჯი კორპუსების ჯუნგლად აქციეს ხარბმა ცეხავიკებმა.

…დღეს ქოცების წინააღმდეგობის მიუხედავად აშენებულ შერატონში ქოცები გრიალებენ და ნაქოცარ გახარიას ცემენ, რომელიც სასტუმროს ამშენებლის ზიზღში ისევ ქოცებს ეჯიბრება, სანამ შერატონის მენეჯმენტი სუს-თან ერთად დანაშაულის კვალს აქრობს.

სევდიანი ამბავია. საქართველოს ამბავი. ჩვენი ამბავი”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია…” – ელენე ხოშტარია

მაღალ ფასებთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობა-განხილვებს საპატიმროდან ეხმაურება "კოალიცია ცვლილებებისა"...

“ივანიშვილის საკენკზე გაზრდილი ე.წ. პრემიერ მინისტრი, პატრონის დავალებით, ცდილობს ალტერნატიული რეალობის შექმნას” – მიხეილ...

ფასებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მხილებისკენ მოუწოდებს...

“ტყუილად შეეჭიდეთ ფასებს ქოცებო, ჯობს ისევ დიფსთეითს მიაწვეთ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ფასებთან დაკავშირებით მმართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...