spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით ცრუ და...

“ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით ცრუ და ფარისევლურია” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც შეფასებას აკეთებს დიპლომატიური პასპორტების მოქმედების შეჩერების საკითხთან დაკავშირებით:

,,შეგახსენებთ, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების გაცემის გამარტივების შეთანხმებას, სააკაშვილის რეჟიმის ოფიციალური პირებისთვის, 2010 წელს მოეწერა ხელი.

ეს ის დროა, როცა უკვე მოხდა:
– სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და ზურაბ ვაზაგაშვილის გამოუძიებელი მკვლელობები;
– ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით მფლობელებისთვის “რუსთავი 2”-ის და “იმედის” წართმევა. ეს ის ძებნილი ადეიშვილია, რომელსაც შარშან ბრიუსელის ჩინოვნიკები ზუსტად იმ ოთახებში მასპინძლობდნენ, სადაც დღეს ეს გადაწყვეტილება მიიღეს;
– ციხეში პატიმრების წამების სისტემის საბოლოო ჩამოყალიბება, რომელსაც ბრიუსელი არ იმჩნევდა და რომელსაც, მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლო სისტემურ წამებას უწოდებს;
– 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბება;
– ბიზნესის სრულად მოქცევა რეჟიმის რეკეტის ქვეშ;
– და ა.შ. და სხვა მრავალი.

ამ აყვავებული ავტოკრატიის შემქმნელები (და არა ჩვეულებრივი მოქალაქეები) დააჯილდოვა მაშინ ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლით. მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას კი კიდევ 7 წელი და “ქართული ოცნების” მიერ რეჟიმის დამარცხება დასჭირდა.

ამიტომ, ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცრუ და ფარისევლურია. თუმცა, იქ სადაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არაა”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მე ადამიანებისთვის ცხოვრების შემსუბუქება მიმაჩნია პირველად ამოცანად, ფასების დაწევა და საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად შემცირება...

გაჟღერებულ მოთხოვნებს, იმპორტირებული პროდუქტების დაბეგვრასთან დაკავშირებით, რათა ადგილობრივი პროდუქტი...

“საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი…” – რომან გოცირიძე

ტელეკომპანია "იმედის" და "ლიბერთი ბანკის" ყოფილი მფლობელის, ირაკლი რიხაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...