კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, თავისი...

“თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა” – გიორგი ახობაძე შმაგი გობეჯიშვილს მიმართავს

სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპროტესტო აქციებზე დაკავებული ექიმი, გიორგი ახობაძე ემოციური შეფასებებით მიმართავს პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს:

მინდა მივმართო ამხანაგ გობეჯიშვილს. მისი ქმედება, როდესაც წინა პროცესზე აღმკვეთი ღონისძიება მოითხოვა, ჩემ მიერ შეფასებულია მკვლელობად…

არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის. არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც, ჩემი პრაქტიკის მანძილზე, აბსოლუტურად ჩემს ყველა პაციენტს აქვს გავლილი. არცერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალისხმევის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს სცდება და შეიძლება ჩემმა კოლეგებმა ზოგ შემთხვევაში ეს “წყლის ნაყვად” შემიფასონ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის მაგივრად, ორი საათი არ შევწყვიტე მათი გადაუდებელი დახმარება, გულ-ფილტვის რეანიმაცია.

თქვენ, დაუსაბუთებელი და უსისხლოო, უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რომელიც ჩემს თითოეულ პაციენტს აქვს მიღებული… თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა.

მინდა გკითხოთ, ამხანაგო გობეჯიშვილო, თქვენ დედა ხომ გყავთ? დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ, მინდა მიხვიდეთ და ჰკითხოთ დედას, რომ აი, ასეთ კაცს, როგორზეც მე აქამდე ვილაპარაკე [თქვენზე], როგორ შეაფასებდა, როგორც პიროვნებას? პასუხს რა კაცია ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გააკეთებს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანთან?

ჩემზე კარგად იცით ახლა თქვენ, რა სიბინძურეში გაყენებენ თქვენი ზემდგომები…“, – განაცხადა გიორგი ახობაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...