spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ იდიოტური განცხადებით, გახარიამ მისდა უნებლიეთ, კიდევ ერთი...

“ამ იდიოტური განცხადებით, გახარიამ მისდა უნებლიეთ, კიდევ ერთი ლურსმანი ჩააჭედა მის პოლიტიკურ კუბოს” – ზაალ ანჯაფარიძე

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას –  “ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება“, მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე:

ამ იდიოტური განცხადებით, გახარიამ მისდა უნებლიეთ, კიდევ ერთი ლურსმანი ჩააჭედა მის პოლიტიკურ კუბოს, რომლისთვისაც სამარე უკვე გათხრილია. განცხადების სრული იდიოტიზმის მიუხედავად, მოდით მაინც ვიკითხოთ რას ეუბნება გახარია ამით საქართველოს მოქალაქეებს?

თუ ბიძინა ივანიშვილს ფული არ ექნება, ამით საქართველოს მოქალაქეებს რა სარგებელი? შეიცვლება უკეთესობისკენ მათი მდგომარეობა? რა თქმა უნდა არა. პირიქით, შეიძლება გაუარესდეს იმ კუთხით, რომ ვეღარ დაფინანსდება ის პროექტები, რაც ფინანსდებოდა და ეხლაც ფინანსდება სწორედ ამ ფულით. სამაგიეროდ, გახარია საკუთარ ეგოს დაიკმაყოფილებს და ვინ იცის, იქნებ თავად მოინდომოს ამ ფულის ნაწილზე წაპოტინება?! სხვებისთვის წართმევის რეფლექსი კი გახარიას ჩანს მას შემდეგ გამოუმუშავდა, რაც „ნაცების“გვერდით ერთ პოლიტიკურ ბოსელში დააბეს.

ივანიშვილისთვის ფული და ძალაუფლება რომ ყოფილიყო ყველაზე ძვირფასი, როგორც გახარია ამტკიცებს, ის ორჯერ ნებაყოფლობით არ დატოვებდა ხელისუფლებას და შესაბამისად ძალაუფლებას. მოიქცეოდა ისე, როგორც გავლენიანი წრეები ითხოვდნენ მისგან, და არც მის ფულს დაემუქრებოდა საფრთხე შვეიცარიის ბანკებში და არც სანქციებს დაადებდნენ, სულ რომ შუაზე გახეულიყო გახარია.

და ბოლოს, ეს განცხადება იმაზეც მეტყველებს, რომ გახარიამ ვერა და ვერ გაითავისა, რომ ქართულ საზოგადოებაში ცხოვრობს და ესაა მისი ყველაზე დიდი ტრაგედია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...