spot_img
მთავარისხვადასხვა"ჩვენი შთამომავლობა ჩვენით იამაყებს, რომ ვიდექით ბატონი ბიძინა...

“ჩვენი შთამომავლობა ჩვენით იამაყებს, რომ ვიდექით ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით” – დიტო სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში მადლიერებით აღსავსე სტატუსს აქვეყნებს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ:

,,დროის გასვლის შემდეგ, ერისკაც ბიძინა ივანიშვილს რომ დღეს არსებები ემტერებიან, მათი შთამომავლები სამების ტაძართან რომ მივლენ და შვილიშვილები იკითხავენ – ,,ეს ეკლესია ვინ ააშენაო”, რას უპასუხებენ? – კაცმა, რომლის წინააღმდეგაც ჩვენი წინაპარი იბრძოდაო? “დანოსებს” წერდა მასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნებში, სანქციები რომ დაეკისრებინა უცხოელსო?

საქართველოში მშვიდობა უნდოდა, ქვეყნის დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, ეკლესიას იცავდა, ჩემი დიდი ბებია ან ბაბუა კი უცხო ქვეყნის აგენტი იყო და სამების ამშენებელს უცხოელის დავალებებით ებრძოდაო?

ეტყვიან გიგაური-ლომჯარიას, ნაცური, ვირთხული, თაღლითური ოპოზიციის წარმომადგენლების შთამომავლები თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს სიმართლეს? არამგონია!

ეს ხალხი მომავალს ვერ უყურებს, თუ რა სირცხვილს უმზადებენ შთამომავლობას, რომლებიც იმედია საქართველოს ერთგულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან!

ჩვენი შთამომავლობა კი ჩვენით იამაყებს, რომ ვიდექით ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, მაშინ როცა საქართველოს სუვერენიტეტს იცავდა!ვიბრძოდით მშვიდობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ერისკაცთან ერთად, რომელიც საქართველოს გადარჩენის გარანტია‼️4️⃣1️⃣🇬🇪✊🏻”, – წერს დიტო სამხარაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...