ორშაბათი, მარტი 31, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 25-27 იანვრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 25-27 იანვრის პერიოდისთვის

24 იანვარს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 25 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში.

იანვრის დასაწყისში ლარის კურსის არასტაბილურობას და ერთგვარ რყევებს, შუა თვეში მეტნაკლები სტაბილურობა მოჰყვა, თუმცა ბოლო კვირა დინამიური გაუფასურებით აღინიშნა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

21 იანვარი – 2.8452;
22 იანვარი – 2.8515;
23 იანვარი – 2.8612;
24 იანვარი – 2.8627
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, საგრძნობლად, 0.0207 ლარით  და 1 აშშ დოლარი 25 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში 2.8834 ლარი ეღირება.

თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

21 იანვარი – 2.9360;
22 იანვარი – 2.9516;
23 იანვარი – 2.9782;
24 იანვარი – 2.9821
.

ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე განსაკუთრებითი საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0426 ლარით, გადასცდა 3-ლარიან ნიშნულს და 25 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო უკვე 3.0247 ლარი ეღირება.

ფაქტიურად ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე, ლარი, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში, გაუფასურდა სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში, რიგ შემთხვევაში განსაკუთრებითაც. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 25 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5846 ლარი (გაუფასურდა 0.0560 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0808 ლარი (გაუფასურდა 0.0005 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6878 (გაუფასურდა 0.0060 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6957 ლარი (გაუფასურდა 0.0122 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2311 ლარი (გაუფასურდა 0.0501 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1843 ლარი (გაუფასურდა 0.0263 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9809 ლარი (გაუფასურდა 0.0528 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.3448 ლარი (გაუფასურდა 0.0341 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.0474 ლარი (გამყარდა 0.0032 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8494 ლარი (გამყარდა 0.0179 ლარით).

იანვრში ლარის კურსის დინამიური გაუფასურება გარკვეული პერიოდი დასტაბილურება და შემდეგ ისევ გაუფასურება მოჰყვა რუსულ რუბლთან მიმართებაში. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

21 იანვარი – 2.7963;
22 იანვარი – 2.8581;
23 იანვარი – 2.9018;
24 იანვარი – 2.8938
.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც სულ მცირედით, უმნიშვნელოდ გაუფასურდა, 0.0526 ლარით და შესაბამისად, 25 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9464 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 29-31 მარტის პერიოდისთვის

28 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ხო არ შეიძლება, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლამ ბოლომდე დაგაკარგინოთ გონი?!” – გიორგი ვაშაძე მმართველ პარტიას...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს   აშშ...

“ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ შიშის კედელს და გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოშტარიას...

“ირაკლი კობახიძე, ნანუკას დაჭერაზე რომ “ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა, ვიცი – მოვიდა სიგნალი!” – ელისო...

"ნანუკას ფონდის" დაყადაღების საკითხს და ფონდის ხელმძღვანელის დაპატიმრებასთან დაკავშირებით...

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლი განუზომელია საქართველოში და არა მარტო საქართველოში” – მანანა ანდღულაძე

მოძრაობა ,,სამოქალაქო საზოგადოება - მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი წარმომადგენელი,...