შაბათი, დეკემბერი 6, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობ ამბავს მოვყვები... რუსუდანი მივარდა...

“საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობ ამბავს მოვყვები… რუსუდანი მივარდა ასლანთან, ეცა ყელში, ჩამოაგლიჯა პერანგი და თხლიშა ლოყაზე…” – მურმან დუმბაძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე, 32 წლის წინანდელ ისტორიას/ფაქტებს იხსენებს, მედიამენეჯერ მზია ამაღლობელთან მიმართებაში შედარება-პარალელისთვის:

მზია ამაღლობელმა ხელი გაარტყა დგებუაძეს…

საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობ ამბავს მოვყვები.

1993 წლის 9 აპრილია. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრი ავთანდილ ბერიძე (თითქმის 20 წლის შემდეგ, პრაქტიკულად უალტერნატივოდ, სრულიად დამსახურებულად, იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა) ამ დღის აღსანიშნავად დილაადრიანად სამსახურეობრივ კაბინეტში მიეჩქარება (პროფკავშირული გაერთიანების თავმჯდომარე გახლდათ ხელვაჩაურის რაიონში) პლაკატებით ხელში.
შენობაში, შესასვლელ კარებთან, ავთო აპირებს ფეხის შედგმას.. მოულოდნელად “ვოლგის” ტიპის მანქანა ჩერდება, იქედან 3 გავეშებული მამრი ჩამოხტება და ავთოს იტაცებს.

შეაგდეს უკანა სავარძელში ჰორიზონტალურად, ეგ 3 ტიპიც უკან მოთავსდა და ფეხები ზევიდან დააწყეს.

მანქანაში შეტენვამდე, ავთომ იმავე სამსახურში მიმავალი კოლეგა შენიშნა და იყვირა- ….ძე მიშველეო (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ. დიდი ხნის შემდეგ, როცა ჩვენ გახელისუფლებულები ვართ, მე და ავთოს გვხვდება ეგ კაცი ქუჩაში, და უკრაინულ ბორშჩზე გვპატიჟებს. ჩვენ რა თქმა უნდა ვეუბნებით უარს. სასხვათაშირისოდ, ეგ კაცი მატერიალურად ყოველთვის წარმატებული იყო. ასლანის, მიშას, ახლა ივანიშვილის დროსაც. უფრო მეტიც, ყველა ხელისუფლებაში ადგილობრივი დეპუტატი და თანანდებობის პირი. რაა ეს ცხოვრება, როგორი უთავმოყვარეობაა ხელისუფლობა, და რა დიდი ძალა აქვს უკრაინულ ბორშჩს), მას ვითომ არ გაუგონია, მიატოვა კოლეგა, გააგრძელა გზა და შევიდა შენობაში.

9 აპრილის შესაძლო ღონისძიების ჩაშლის განზრახვით გატაცებული ავთო მიიყვანეს ჭოროხის ქვიშიან ნაპირას, ტანზე გახადეს, და არც მეტი, არც ნაკლები, ვერტიკალურად ქვიშაში ჩამარხეს, ისე რომ ჩანდა მხოლოდ ყელის ზემოთ (დიდი შვებაა თავისუფლად სუნთქვა). წინასწარ ჯვარი შეხსნეს, წინ დაუგდეს, “ქრისტიანობას აწვები, ილოცე ახლა, გიშველისო”, და თან ასლანის ლანძღვა არ დაგავიწყდესო. (ახალგაზრდებისთვის, ისტორიამ უნდა იცოდეს-80-იანების ბოლოდან მოყოლებული ასე თითქმის ერთი თაობა, ძნელად მიდიოდა ქრისტეზე შედგომის პერიოდი, სულ მინიმუმ ეჭვის თვალით უყურებდა მონათლულებს მასა).

საბედნიეროდ, გამტაცებლებიდან ერთ-ერთმა, ან სხვამ ტელეფონზე დაურეკა მის მეგობარს გურამ დუმბაძეს (ალბათ სხვებსაც) და უთხრეს მომხდარიც და ადგილიც, სადაც ავთო იყო ჩამარხული.

ცხადია, ბიჭებმა იყოჩაღეს და ავთო მალევე გამოიყვანეს სამშვიდობოზე.
და ახლა მთავარი ამბავი (გრძელი გამომდის ტექსტი):
რუსუდან ბურჭულაძეს, ავთოს მეუღლეს, ბუნებრივია ჰქონდა საპასუხო რეაქცია. ცოტა ხნის შემდეგ, იგი ჩაუსაფრდა ასლანის კაბინეტს და მოახერხა მასთან მიახლოება. როგორც ჩანს დაცვამაც (ან თავად ასლანმა) მიცა ამის შესაძლებლობა. რუსუდანი მივარდა ასლანთან (დაცვას ეგონა გასასაუბრებლად მივიდა), ეცა ყელში, ჩამოაგლიჯა პერანგი, და თხლიშა ლოყაზე.

მე რუსუდანი ვარ ბურჭულაძე, ავთო ბერიძის მეუღლეო.

(ალბათ, ასლანის მმართველობაში ეს იყო პირველი და ბოლო შემთხვევა, რომ ფიზიკურად მას ვინმე შეეხო. შემთხვევა ნოდარ იმნაძესთან სხვა რეგისტრია).
ასლანს “ინსტიტუციური პრინციპები” ფეხებზე ეკიდა. უფრო კონსერვატორობდა. არც იმ წუთას, არც იმ დღეს, არც მეორე დღეს, და არც არასდროს, ასლანს პირადად რუსუდანის მიმართ რაიმე სადამსჯელო ოპერაციაზე არ უფიქრია.

როგორც ჩანს, მის დროინდელ “დემოკრატიულ და პლურალისტურ” საზოგადოებაში, ასლანმა ტრადიციულად ჩათვალა, რომ ქალისადმი, როგორც იდეალისა, პატივისცემა არ უნდა დამცრობილიყო!

თავისუფლება მზია ამაღლობელს!
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!
თავისუფლება მიშა სააკაშვილს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მურმან დუმბაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან კარგია, რომ მასობრივად დავიწყეთ მიმართვების გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში საპროტესტო აქციების დროს,...

“ესენი გვხოცავენ და ჩვენ ვარდებით, ცეკვა თამაშით და საახალწლო ქეიფით… ნეტარ არიან…” – გოჩა...

საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მიერ მომწამვლელი გაზის სავარაუდო...

ნინო ჯანგირაშვილი: “აბა თუ მიხვდებით, ბოლოს ვის დაიჭერენ?😅”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი BBC-ს ფილმთან დაკავშირებით...

“რეჟიმებს ჰყავთ საპროტესტო მოძრაობაში შემოგზავნილი პროვოკატორები” – მიხეილ სააკაშვილი

4 ოქტომბრის მოვლენებისა და სასამართლოს კანცელარიაში ალეკო ელისაშილის შეღწევის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მთაწმინდაზე რომ გამოსაქანებელს აფართოვებდა კალაძე, თქვენთვის არ ჰქონდეს ჩაფიქრებული😊” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ირონიული მინიშნებები: "ამბობენ: ძალა აღმართს ხნავსო. ამ პრინციპით...

“თუ “ოცნებას” უნდა ქიმიური იარაღის სკანდალს თავი დააღწიოს – უნდა მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები…” –...

საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მიერ მომწამვლელი გაზის სავარაუდო...

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ელისაშვილი არც გიჟია, არც სასოწარკვეთილი, არც საცოდავი, არც თავდადებული აკაცუკი…” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სკანდალურ ვარაუდებს...