ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:
25 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, გელოვანის გამზირის, სარაჯიშვილის და იასამნის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, V, VI კვარტლების, ჩაჩავას, ჭიაურელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.