შაბათი, დეკემბერი 6, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილზე საშინელება ვერ მოვა, რადგან ივანიშვილი რუსია" -...

“ივანიშვილზე საშინელება ვერ მოვა, რადგან ივანიშვილი რუსია” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეხმაურება ტელეკომპანია ,,იმედის” მფლობელის, ირაკლი რუხაძის ინტერვიუს:

,,როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს ,,ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში, სწორედ ტელეკომპანია ,,იმედია”. ისევე, როგორც მეტწილად ჩვენს მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში. ისევე, როგორც მემარცხენე მედიის გიჟურმა ისტერიამ დააბრუნა ტრამპი ოვალურ ოფისში. მაგალითები უამრავია და შორს წაგვიყვანს.

ვერცერთი პოლიციელი ვერ გაბედავს მოქალაქისთვის ცხვირ-პირის დამტვრევას, მოსამართლე – თეთრზე შავის თქმას, ბიუროკრატი – უსისხლძარღვო უტიფრობას, სახლში მისულს იმედისმაგვარი, რომ არ ეგულებოდეს, სადაც ჩართავს და დაინახავს მისი უკანონობის გაპრავებას და მისგან დაჩაგრული ადამიანის კიდევ უფრო გათელვას.

ენით [სიტყვით] დაკოდილი – გაგიგიათ ალბათ გამოთქმა, რომ არა ხელისუფლების ხელში ასეთი კოლექტიური იმედი, ძალაუფლების ერთ ხელში თავმოყრა ვერ მოხერხდებოდა. საზოგადოების პოლარიზაციას ძალაუფლების ხელში მედიის პროპაგანდის იარაღად ქცევა იწვევს.

როცა ეს ძალაუფლება ემხობა სწორედ, რომ მისგან რადიკალურად დაპირისპირებული მეორე პოლუსი იღებს ძალაუფლებას. დიახ, ასეა – თუ ქოცი დაემხო, ნაცი მოვა ხელისუფლებაში. ნაცი არა აუცილებლად პარტიული გაგებით ან კონკრეტული ადამიანებით, ვინც ამ პარტიას განვასახიერებთ, არამედ, როგორც არსებული რეჟიმის აბსოლუტურად საპირისპირო, თუნდაც სხვა სახელით და სახეებით.

აქ მე არ ვსაუბრობ რაა კარგი და რა ცუდი. და არც ტოლობის ნიშანს ვსვამ, ვსაუბრობ მოვლენების განვითარების კანონზომიერებაზე. ივანიშვილზე საშინელება ვერ მოვა, რადგან ივანიშვილი რუსია. ივანიშვილს მოვიშორებთ, მაგრამ ინფორმაციული მოწამლვის პრობლემა კვლავ იარსებებს

ეს ყველაფერი ირაკლი რუხაძემ და სხვებმა, ვინც დღეს ივანიშვილის რეჟიმის ატლანტებს წარმოადგენენ კარგად იციან. ზოგი ტვინით ხვდება, ზოგიც კანით გრძნობს. უბრალოდ, ისინი ჰოტენტოტების ტომის ლოგიკით ცხოვრობენ.

ბოროტებაა, როცა შენ გაოხრებენ, სიკეთე – როცა შენ აოხრებ. აი ამ ტრაიბალიატური ინსტიქტის ძრავია ,,იმედი”…

ირაკლი რუხაძე: 💬 „მე ახლა რასაც ვიტყვი, ამას ვერ დავამტკიცებ მათემატიკურად და შეიძლება, არც არის მართალი, მაგრამ მე სულ ვიძახი, რომ ნაციონალური მოძრაობა რომ არ იყოს, მე ჩაციკლული ვარ ნაციონალურ მოძრაობაზე, იმედი სხვანაირი იქნებოდა და მაშინ მე ნაკლებად მექნებოდა პრობლემა ალბათ შენახვისაც და ალბათ, გადაცემისაც ვინმესთვის“, – წერს გიგი უგულავა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი სამუდამო პატიმრობას ვერ აცდება” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო...

“უსაშინლესი იქნება 2026 წელი “ქართული ოცნებისთვის” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდისთვის მძიმე რეალობას წინასწარმეტყველებს: "უსაშინლესი იქნება...

“მტრისას, თქვენ დასასრული გელოდებათ, თქვე ტერორისტებო” – ვახო სანაია მმართველ გუნდს

მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძის განმარტებას, რომ "რაც შეეხება ნივთიერების...

“ძალიან კარგია, რომ მასობრივად დავიწყეთ მიმართვების გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში საპროტესტო აქციების დროს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მთაწმინდაზე რომ გამოსაქანებელს აფართოვებდა კალაძე, თქვენთვის არ ჰქონდეს ჩაფიქრებული😊” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ირონიული მინიშნებები: "ამბობენ: ძალა აღმართს ხნავსო. ამ პრინციპით...

“თუ “ოცნებას” უნდა ქიმიური იარაღის სკანდალს თავი დააღწიოს – უნდა მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები…” –...

საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მიერ მომწამვლელი გაზის სავარაუდო...

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ელისაშვილი არც გიჟია, არც სასოწარკვეთილი, არც საცოდავი, არც თავდადებული აკაცუკი…” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სკანდალურ ვარაუდებს...