კვირა, ოქტომბერი 26, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელება...

ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელება გრძელდება – კახა კალაძის განმარტებები

ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივში, შუამთის ქუჩა N40 ა-ში განხორციელდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ავარიულ შენობაში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდება, ამჟამად 55 ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც მუნიციპალიტეტი დროებით ქირით უზრუნველყოფს.

ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, მოეწყობა 22 ერთეული ავტოსადგომი, ორი ერთეული კომერციული ფართი და 129 საცხოვრებელი ბინა, საიდანაც 55 ბინა, გარემონტებული და მოწესრიგებული, გადაეცემათ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს“, – განაცხადა კახა კალაძემ და მთავრობის სხდომაზე ვიზუალური მასალაც წარმოადგინა, თუ როგორი იქნება ახალი საცხოვრებელი კორპუსი.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, ამავე პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს სამგორის რაიონში კიდევ ერთ მისამართზე, კერძოდ, რომანოზ ხომლელის ქუჩა, კორპუსი N4ა-ში.

აღნიშნული კორპუსი, სადაც 44 ოჯახი ცხოვრობს, უმძიმესი მდგომარეობაა. შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება და აშენდება თანამედროვე, ქართული არქიტექტურის მქონე 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სრულად გარემონტებულ ბინებს 44 ოჯახი მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება. დედაქალაქის მერმა მოუწოდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც მსგავს შენობებში ცხოვრობენ, იაქტიურონ და მათი რაიონის გამგეობებს მიმართონ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...