ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "ის, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე არ იმყოფება...

პაატა მანჯგალაძე: “ის, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე არ იმყოფება “ქართული ოცნების” არცერთი წარმომადგენელი, ნიშნავს, რომ მათ არც ახალი ადმინისტრაცია არ აღიარებს”

ის, რომ დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ იმყოფება “ქართული ოცნების” არცერთი წარმომადგენელი ნიშნავს, რომ არ აქვთ ლეგიტიმაცია და მათ არც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია აღიარებს.

ინაუგურაციაზე საქართველოდან წარმოდგენილი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების რამდენიმე წევრი, მათ შორის გიორგი ვაშაძე, რომელმაც რესპუბლიკური პარტიიდან მიიღო ამ ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევი. ის არა მხოლოდ ინაუგურაციას, არამედ ინაუგურაციის შემდგომ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებსაც დაესწრება. მას ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა გუშინ და უნდა აღინიშნოს, რომ ყველა აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის თითქმის ორთვიანი უწყვეტი პროტესტით.

ასევე, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ადმინისტრაცია აპირებს საკმაოდ აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, მათ შორის ჩვენს რეგიონში და არ აპირებენ არადემოკრატიული ძალებისთვის, ჩინეთისა და რუსეთისთვის ე.წ. გავლენის სფეროების დათმობას.

შესაბამისად, “ქართული ოცნების” პროპაგანდა და ცრუ მოლოდინი დასრულებულია. ახლა ჯერი ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზეა, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ რეჟიმი, რომელიც ქვეყანას მიათრევს რუსული ჭაობისკენ და საქართველოს ეღობება ევროპული და ამერიკული სიკეთეების გზაზე,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 🌦 27...