spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მითი, რომ 20 იანვრის...

“ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მითი, რომ 20 იანვრის შემდგომ მათთვის რამე სასიკეთო შეიცვლებოდა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა” – გიორგი ვაშაძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ვაშინგტონიდან მიმართვას ავრცელებს, სადაც განმარტებებს აკეთებს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაზე და კონკრეტულ პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობს აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოსთან მიმართებაში:

,,მოგესალმებით ვაშინგტონიდან!

პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე ვიმყოფები, რესპუბლიკელების მოწვევით. პარალელურად ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება, სულ ორი დღით ჩამოვედი და რაც მთავარია ბავინახე საოცარი მხარდაჭერა, რომელიც აქვს ქართველ ხალხს, განსაკუთრებით იმ უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტის შემდგომ, რომელიც საქართველოშია იმიტომ, რომ ყველა ხედავს, ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძვით დემოკრატიული, ძლიერი საქართველოსთვის, რომელიც ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული წევრი იქნება.

და კონსენსუსი, – ერთი ადამიანიც კი არ მინახავს, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი, რომ არ შეიძლება მოხდეს აღიარება ივანიშვილის რეჟიმის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს ძალაუფლება და დავაბრუნოთ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე.

ამისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ახალი არჩევნები, რომელიც საფუძველს დაუდებს ივანიშვილის რეჟიმისგან საქართველოს განთავისუფლებას. რის შემდეგაც, აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გაღრმავდება, მეტი ეკონომიკური საინვესტიციო თანამშრომლობა იქნება და რაც მთავარია, მეტი მეგობრობა ჩვენს უდიდეს პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ასე, რომ ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების” მითი რომ 20 იანვრის შემდგომ მათთვის რამე სასიკეთო შეიცვლებოდა, ერთხელ და სამუდამოდ, დამთავრდება და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ალტერნატივა გარდა ახალი არჩევნების დანიშვნისა, ამ თვითმარქვია რეჟიმს ვერ და არ დარჩება.

ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...