ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის რაც ხდება დღეს საქართველოში პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს...

“ის რაც ხდება დღეს საქართველოში პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა “ვივამედიდან” ჩართვისას ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და კონკრეტული განმარტებებით ეროვნული სუვერენიტეტისა და ფეოდალური დიქტატურის მცნებების მნიშვნელობებს გამიჯნავს:

,,ეროვნული სუვერენიტეტი მეგობრებო იცით რა არის?! ეროვნული სუვერენიტეტი არის, როდესაც ხალხი არის თავის ბედის განმკარგავი თავისუფალი არჩევნების მეშვეობით. განსხვავება ეროვნულ სუვერენიტეტსა და ფეოდალურ დიქტატურას შორის არის ძალიან მარტივი.

ეროვნული სუვერენტიტეტის პირობებში, ხალხი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებებს და ხალხი არის მფლობელი საკუთარი თავის ბედის და განმკარგავი.

ფეოდალურ დიქტატურაში ყველაფერი ემსახურება ერთ ადამიანს და არ ტარდება არჩევნები. ანუ ის, რაც ხდება დღეს საქართველოში პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს. ისევე როგორც ევროპასთან კავშირების ჩახსნა ეწინააღმდეგება ქართველი ერის ეროვნულ სურვილს იყოს ევროპული გაერთიანების წევრი.

და ეს რომ გუშინ არ დაწყებულა, ძალიან კარგად ვიცით ყველამ იმიტომ, რომ აქ არის ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების წერილი, ეს არის 2024 წლის დასაბუთებული 2024 წელია და ეხება ზუსტად იმ საქმეს, რომელსაც თქვენ ეგრეთ წოდებლად იხილავთ.

ამ წერილში, რომელსაც ხელს აწერს ტრამპის დღევანდელი სახელმწიფო პირის კანდიდატი მარკო რუბიო, დღევანდელობის სენატის საგარეო კომიტეტის თავჯდომარე რიჩი და ასევე სენატის საგარეო კომიტეტს თავმჯდომარის მოადგილე შაჰინი, ასევე სენატორი მაკკეინი, ნათლად არის ნათქვამი რომ ეს თქვენი საქმე რომელსაც თქვენ იხილავთ აქ არის მთლიანად პოლიტიკურად განპირობებული,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“3+3 ფორმატზე გადადით, სანამ დამატებით 20% აგვახიეს!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი, პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ,...

“გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა – ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის...

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების...

“ფაქტი სახეზეა, “დიფ სთეითის” დამარცხებას გარკვეული დრო მაინც სჭირდება” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...