კვირა, ოქტომბერი 26, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო!"...

“მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო!” – მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამრის დაცვა, UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში, შთამბეჭდავი გამარჯვებით მოახდინა. ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებულმა, ემოციური კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს, განსაკუთრებით ქართველებს, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის:

მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.

უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი.

მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს.

მიყვარხართ ქართველებო!” – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ინფორმაციისთვის: მერაბ დვალიშვილმა ამ შთამბეჟდავი გამარჯვებით UFC-ის სუპერმსუბუქი წონაში საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მერაბმა ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი მოხსნა და ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მეტი გდება (“თეიქდაუნი”) დააგროვა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემ დროს საქართველო გადაიქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოთამაშედ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს...

“ეს ჯილდო არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სიმართლის ხმას ვერასოდეს ჩაახშობენ!” – სალომე ზურაბიშვილი...

ევროკავშირის მიერ მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებას ემოციური შეფასებებით...

ბონდო მძინარაშვილი: “სიის პირველ ათეულში ყოფნას მეორე და მესამე ათეულში ყოფნა სჯობს… “თუ კაცი...

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი ირონიული...

“სამუდამუდ დამარხული იქნება ყველა გვარი, ვინც პარლამენტში შევა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...