“ქართული ოცნების” მხრიდან კონკრეტული დათმობების მოლოდინზე საუბრობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და ამასთან დაკავშირებით ერთგვარ რჩევებს აძლევს მმართველ პარტიას:
“ქ/ოცნებას” ვურჩევდი ათჯერ დაფიქრდეს, ვიდრე რაიმე პრევენციულ დათმობას გააკეთებენ დასავლეთთან, რომელიც ამას მოუთმენლად ელოდება.
პრევენციული დათმობა, მხოლოდ ილუზიას ქმნის, რომ რაიმეს გამორჩები ან გადარჩები.
სინამდვილეში კი უმოკლესი გზაა დამარცხებისკენ, მითუმეტეს როდესაც საქმე ისეთ პატარა ქვეყანას ეხება როგორც საქართველოა. დათმობა მხოლოდ პროპორციული, თუკი ამის აუცილებლობა დადგა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.