ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი არ მიესალმება აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის გარდა სხვა პოლიტიკოსების ჩასვლას და ტრამპის ინაგურაციაზე დასწრებას, ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს:
“ჩემი აზრით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარალელურად, სხვა პოლიტიკოსები აშშ-ში ვიზიტით და ტრამპის ინაგურაციაზე დასწრებით, იგივე შეცდომას უშვებენ, რაც დაუშვეს წინასაარჩევნოდ, როდესაც პრაქტიკულად არ აღიარეს პრეზიდენტი ევროპული არჩევანის უპირობო ლიდერად და საკუთარი თავით ტკბობით იყვნენ დაკავებული.
პარტიების ძირითადი სამუშაო დღეს საქართველოშია – მათ უნდა იპოვონ პროტესტში ინტეგრაციის გზები და მოიპოვონ ხალხის მხრიდან მათი, როგორც ლიდერების აღიარება.
საერთაშორისო არენაზე ზურაბიშვილი ისედაც მაქსიმუმს აკეთებს და ტყუილად ფეხებში ნუ ებლანდებიან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.