ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არჩევნების არანაირი გაყალბება არ მომხდარა. "ქართულმა ოცნებამ" ღირსეულად...

“არჩევნების არანაირი გაყალბება არ მომხდარა. “ქართულმა ოცნებამ” ღირსეულად გაიმარჯვა” – კახა კალაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც ელოდა, რის შემდეგაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

ყველაფერი ძალიან მარტივია. სიყალბეა და გარედან მოწოდებული „მესიჯები“ იყო, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა. უნდა ეაქტიურა „გაფარჩაკებულ“, გაუბედურებულ ოპოზიციას, იმიტომ, რომ დამარცხდნენ.

გარე ძალებმა ვერ მიიღეს ის შედეგი, რასაც ელოდებოდნენ. გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა. 300 000 ხმაზეა საუბარი, წარმოგიდგენიათ?! ამ დროს, მათ ვეუბნებით, რომ წარმოადგინონ ერთი, კონკრეტული მტკიცებულება, ფაქტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ არსებობს ბუნებაში.

არჩევნების არანაირი გაყალბება არ მომხდარა. „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულად გაიმარჯვა. 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს. პროკურატურამაც ჩაატარა გამოძიება და გაყალბების არანაირი ფაქტი არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველმაც ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, არჩევნების შესაძლო გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სარკოზი ციხიდან გაუშვეს, მე კი დამაბრუნეს…” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

კონკრეტულ ფაქტებზე და საფრთხეებზე აკეთებს მინიშნებას საქართველოს მე-3 პრეზიდენტი,...

“ივანიშვილი არც უძლეველია და არც ყოვლისშემძლე. დაყო და ბატონობს!!!” – თათია ნიკოლაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში...

“ძველ ბიჭებს” ზონდერობა რომ არ “უტყდებათ” იმ ქვეყანაში, ციხიდან გამოტანილმა მაცივარმა და ტელევიზორმა როგორ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული კონკრეტული პირების პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ციხიდან...

“ადამიანებო, შეწყვიტეთ ქვეყნის დაბნელების მცდელობისთვის “განათლების რეფორმის” დაძახება” – მიხეილ სააკაშვილი

განათლების სისტემაში დაანონსებულ ცვლილებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...