“უსამართლო პატიმრობის მეოთხე წელსაც კი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი შეუძლია. ამ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას დაასრულებს ქართველი ხალხი და დავუბრუნდებით ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზას.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები:
“უსამართლო პატიმრობის მეოთხე წელსაც კი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი შეუძლია.
ქართველ ხალხს საკუთარი შეუპოვრობით შეუძლია დაიბრუნოს ქვეყანა, ევროატლანტიკური არჩევანი, რომლისთვისაც მას პირადად ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამო საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია, თუმცაღა ეს პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესიც დასრულდება, გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმარი, იქნება ეს ახალგაზრდები, რომლებიც ებრძვიან რეჟიმს, თუ იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისათვის და ევროპული მომავლისათვის.
ჩატარდება ახალი არჩევნები და ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს