ყოფილი მთავარი პროკურორი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა “ქართული ოცნების” ხელისუფლების მმართველობის ბოლო 100 დღეს აჯამებს და კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლის პარალელურად მწვავე შეფასებებს აკეთებს:
“100 დღის თავზე მთავრობა ფასდება ხოლმე, რა შეძლეს, რა ვერ შეძლეს, ზოგადად კოჭებში ეტყობათ რაობა მე-100 დღეს…
-
თვითმარქვია მთავრობამ კი აგერ თითქმის 100 დღის თავზე პირველი საერთაშორისო ვიზიტი გაჩარხა და ისიც მეზობელ ოლიგარქებში;
-
ერთი ფრაქცია ხალხი ბანდიტიზმში იქნა მხილებული იმ ლამის ერთადერთ ქვეყანაში სადაც ჯერაც ჩაესვლებათ;
-
პოლიცია რომელიც მხოლოდ ბანდიტებს უნდა ეზიზღებოდეს – ეზიზღებათ წესიერ მოქალაქეებსაც;
-
სასამართლო ისე აქეიფეს – პოლიციელსაც შეზიზღდა;
-
საგარეო ვექტორი ისე დაკლაკნეს – სახელმწიფოს რუსი ხო არ გვიღიარებდა და ეხლა უკვე დასავლეთიც უნდოდ გვიყურებს;
-
მთავრობის კაცს და ქალს გარეთ სადილობისას ვერ გაურკვევია ჩაქაფულს ჭამს თუ ჩაფურთხებულს;
-
ბიზნესმენს ყოველ დილით იმის გადამოწმება უწევს – ჩამოიშალა თუ არა ბანკი რითაც ოპერირებს. დოლარის გამოყენება უკვე აიკრძალა ქართული კომპანიებისთვის თუ შემდეგი სანქციით აიკრძალება;
-
ემიგრანტი თუ უბრალოდ 3 თვიანი ევროუვიზობით მოსარგებლე, ოჯახში ორი კაპიკის შემომტან მოქალაქეს, ყველაზე ცუდი კოშმარი აუხდა და იმის მოლოდინშია უვიზობის გაუქმებისას რა ცეცლხში გადავარდეს;
-
ამერიკიდან ავტოიმპორტში ჩართული ათიათასობით ქართველი ჯერაც აზრზე არ არის, რომ ეგ დარგი ამერიკასთან პარტნიორობის სტატუსმა მოიტანა და რადგან სტატუსი ქოცებმა მოისროლეს – ეგ დარგიც ნებისმიერ დღეს შეიძლება გაქრეს.
ივანიშვილი უნდა წავიდეს ან ჩაჯდეს ციხეში, ოლიგარქია უნდა დაინგრეს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მურთაზ ზოდელავა.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება